ქართული ოცნების უმრავლესობა 87 დეპუტატამდე იზრდება
Civil Georgia, Tbilisi / 10 Nov.'14 / 17:22


ადგილების განაწილება 150-წევრიან პარლამენტში. ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა áƒ•áƒ”რ შეძლებს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობიდან დეპუტატების áƒ›áƒ®áƒáƒ áƒ“აჭერის გარეშე, ვინაიდან ამისთვის მინიმუმ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.

მმართველი კოალიცია ქართული ოცნება 150-წევრიან პარლამენტში 87 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი უმრავლესობაში.

ამ ეტაპისთვის უმრავლესობის ოფიციალურ წევრად 81 დეპუტატი ითვლება, რადგან მის რიგებს უკვე შეუერთდა ექვსი დამოუკიდებელი დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობიდან გასული წევრები და ასევე უმრავლესობის რიგებში áƒ“არჩა „თავისუფალი დემოკრატების“ სამი ყოფილი წევრი.

იმავდროულად, უმრავლესობის 87 დეპუტატამდე გაზრდის სურვილი გამოთქვა áƒ¤áƒ áƒáƒ¥áƒªáƒ˜áƒ "უპარტიო დამოუკიდებელმა მაჟორიტარებმა", რომლის წევრებიც ნაციონალურ მოძრაობას არჩევის შემდეგ გაემიჯნნენ და ამ დრომდე პარლამენტში დამოუკიდებელი ფრაქციის სახით იყვნენ წარმოდგენილები, რომელიც უმეტესწილად, თუმცა ყოველთვის არა, სახელისუფლებო წინადადებებს უჭერდა მხარს. 

ექვსი წევრისაგან შემდგარმა "უპარტიო დამოუკიდებელმა მაჟორიტარებმა", რომელთა უმრავლესობაში გაწევრიანება ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა, 10 ნოემბერს განაცხადეს, რომ 87- კაციანი „მყარი“ უმრავლესობის ჩამოყალიბებით „ქვეყანას არ დაემუქრება გაუთვალისწინებელი პოლიტიკური რყევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ვადამდელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“.

უმრავლესობის არსებობას პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც 5 ნოემბერს თავდაცვის ყოფილი მინისტრის „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციამ განაცხადა, რომ ტოვებდა კოალიციას და უმრავლესობას პარლამენტში.

მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრებმა, მაჟორიტარმა დეპუტატებმა გედევან ფოფხაძემ, თამაზ ჯაფარიძემ და გელა სამხარაულმა განაცხადეს, რომ უმრავლესობაში დარჩენის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ უმრავლესობა შენარჩუნებულიყო, რადგან ამას მინიმუმ 76 დეპუტატის ერთობა ესაჭიროება. ქართულ ოცნებას კი 75 დეპუტატი რჩებოდა, რადგან მისმა წევრმა შალვა შავგულიძემ ასევე დატოვა უმრავლესობა და „თავისუფალ დემოკრატებს“ შეუერთდა.

ქართულ ოცნებას, რომელსაც „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლამდე უმრავლესობაში 83 დეპუტატი ჰყავდა, ახლა 87 დეპუტატი ეყოლება. 

ამ მომენტისთვის უმრავლესობას შემატებული ახალი დეპუტატები არიან:  გოჩა ენუქიძე, გურამ მისაბიშვილი, ანზორ ბოლქვაძე, მარიკა ვერულაშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი და იაშა შერვაშიძე - ექვსივე ეს დეპუტატი მაჟორიტარული წესით აირჩიეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობიდან, თუმცა შემდეგ მათ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა სხვადასხვა დროს დატოვეს.

ეს დეპუტატები áƒáƒ¡áƒ”ვე ქმნიან ახალ ფრაქციას სახელწოდებით „დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისთვის“, რომელსაც დეპუტატი გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს.

ამდენად, 87-წევრიან უმრავლესობაში ახლო მომავალში შვიდი ფრაქცია იქნება წარმოდგენილი:  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, პარტია, რომელიც ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა და რომლის თავმჯდომარეც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, უმსხვილესია უმრავლესობაში 45 დეპუტატით; ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელები“ 9 დეპუტატისგან შედგება; ქართული ოცნება–კონსერვატორები, ქართულ ოცნება–ეროვნულ ფორუმი,  ქართულ ოცნება–მრეწველები, "უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ და „დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისთვის“ - თითოეულში  6 წევრია გაერთიანებული. 

„თავისუფალი დემოკრატებიდან“ გასული გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩება, თუმცა დანარჩენი ორი დეპუტატი, რომელთაც ასევე დატოვეს „თავისუფალი დემოკრატები“ ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ფრაქციას შეუერთდება.

ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო უმცირესობას ქმნის 51 დეპუტატით, რომლებიც შემდეგ სამ ფრაქციაში არიან გადანაწილებულები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები“; და „ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები“.

მეორე ოპოზიციური ჯგუფი, უმრავლესობის და უმცირესობის გარეთ დარჩენილი „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციაა - ამ ფრაქციაში რვა დეპუტატი იქნება წარმოდგენილი მას შემდეგ, რაც დარჩენილ შვიდ წევრს ოფიციალურად შეუერთდება დეპუტატი შალვა შავგულიძე. 

დარჩენილი ოთხი დეპუტატი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსს ატარებს პარლამენტში. ესენი არიან ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატები: კობა დავითაშვილი, გია გაჩეჩილაძე და მურმან დუმბაძე და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი.

Civil.Ge © 2001-2024