მოსმენების შესახებ კანონპროექტის ინიცირება 20 ნოემბრამდე იგეგმება
Civil Georgia, Tbilisi / 13 Nov.'14 / 15:09

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ 20 ნოემბრამდე იქნება ინიცირებული ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი, რომლის მიღების ვადაც პარლამენტს 1 დეკემბრამდე აქვს დაწესებული.

ხმალაძემ Civil.ge-ს 13 ნოემბერს განუცხადა, რომ ახალ რეგულაციებზე მუშაობა, თუ რომელ სუბიექტს უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე, „მიმდინარეობს“, თუმცა მან ამ ეტაპზე მოსალოდნელი ინიციატივის შინაარსზე ან სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ  ინიცირებამდე ამ საკითხის განსახილველად „აუცილებლად“ შეიკრიბება აგვისტოში ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფი, რომელშიც დეპუტატებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ასევე შედიან სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

პარლამენტმა ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების უმეტესობა áƒáƒ’ვისტოში მიიღო და თავის თავს 1 ნოემბერი დაუწესა ვადად, რათა მთავარი საკითხი -  áƒ›áƒáƒ¡áƒ›áƒ”ნებზე პირდაპირ წვდომასთან დაკავშირებით -  áƒ›áƒáƒ”გვარებინა, რაც ვერ შესრულდა და პარლამენტმა გადაწყვიტა ამ რეგულაციების მიღება ოთხი თვით გადაევადებინა. თუმცა ამ გადავადების შესახებ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს ამ ვადის ერთ თვემდე შემჭიდროვებისკენ მოუწოდა. პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები áƒ’აიზიარა და კანონპროექტის მიღების ვადად 1 დეკემბერი განსაზღვრა.

მთავრობა იზიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, რომელიც უსაფრთხოების მოტივებიდან გამომდინარე დაუშვებლად მიიჩნევს, რომ მას ჩამოერთვას საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე პირდაპირი წვდომის უფლებამოსილება. ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ბერკეტი აღარ უნდა ჰქონდეს ან მაქსიმალურად უნდა შეეზღუდოს შსს-ს, რათა საბოლოოდ აღმოიფხვრას უკანონო მოსმენების პრაქტიკა საქართველოში.

 

Civil.Ge © 2001-2024