პრემიერ-მინისტრი მიესალმა მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღებას
Civil Georgia, Tbilisi / 28 Nov.'14 / 13:00

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 28 ნოემბერს, რომ მოსმენების შესახებ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით მიღება „სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება“ იყო.

„მინდა მივესალმო პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებულ სწორ და გონივრულ, სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს იყო მართლაც ოპტიმალური ვარიანტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა პარასკევს დილით გამართულ მთავრობის სხდომაზე.

პარლამენტმა 27 ნოემბერს ფარული მოსმენების შესახებ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შსს-ის უტოვებს ბერკეტს საკომუნიკაციო საშუალებებზე ჰქონდეს პირდაპირი წვდომა, პირველი მოსმენით  დაამტკიცა, ხოლო ამავე საკითხზე რესპუბლიკელების მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებს პირდაპირი მიერთების შესაძლებლობას უზღუდავდა, ჩააგდო.

მეორე და მესამე მოსმენებით საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით áƒ›áƒ˜áƒ¦áƒ”ბა დღეს არის áƒ“აგეგმილი, ვინაიდან პარლამენტმა ახალი რეგულაციები 1 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

Civil.Ge © 2001-2024