![]() |
|||
24 დეკემბერს პარლამენტმა 91 ხმით მოახდინა ავღანეთში ნატოს ახალ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ 2015 წლიდან საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება. შეთანხმების თანახმად, მისიაში სულ 750 სამხედრო ჩაერთვება. კერძოდ, ერთი ბატალიონი აშშ-ის სარდლობის ქვეშ იმსახურებს, ხოლო ერთი ასეული გერმანიის მეთაურობით შეასრულებს მისიას. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე–4 მექანიზირებული ბრიგადის სადაზვერვო ასეული ჩრდილოეთ ავღანეთში უკვე გაემგზავრა, სადაც სწრაფი რეაგირების ძალების მოვალეობებს მაზარ-ი-შარიფშის სიახლოვეს მდებარე, მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე შეასრულებს. 2014 წლის 1 ნოემბერს კი საქართველოს 51-ე ქვეითი ბატალიონი ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგა ამერიკული სარდლობის ქვეშ. 435–ზე მეტი ქართველი სამხედრო დაიჭრა. უკანასკნელი ინციდენტის დროს, ნოემბერში 51–ე ქვეითი ბატალიონიდან სამი სამხედრო დაიჭრა ფარვანის პროვინციაში პატრულირების დროს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქების შედეგად. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025