პრეზიდენტი საარჩევნო სისტემის საკითხებზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 30 Jan.'15 / 16:22

პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიების ფარგლებში 30 იანვარს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, საარჩევნო სისტემის შემჭიდროვებულ ვადებში შეცვლისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს პრეზიდენტი ამ პროცესში იქნება ჩართული“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით პატარაიამ შეხვედრის შემდეგ, „ვფიქრობთ, საარჩევნო კანონმდებლობა არის დასახვეწი“.

„საარჩევნო კანონმდებლობა ისე უნდა დაიხვეწოს, რომ  ერთი მხრივ, პარლამენტში უკეთ იყოს უზრუნველყოფილი პლურალიზმი და და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა, მეორე მხრივ, ეს ცვლილებები განხორციელდეს ყველა შემთხვევაში საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში ისე, რომ არჩევნებამდე საზოგადოებას, საარჩევნო სუბიექტებს და განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციას, ჰქონდეს მომზადების შესაძლებლობა და ცვლილებების იმპლემენტაცია სწორად განხორციელდეს“, - აღნიშნა პატარაიამ თავის კომენტარში.

ინტერპარტიული ჯგუფის სახელით ცნობილი ჯგუფი, რომელშიც ათამდე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, მათ შორის  ახალი მემარჯვენეების და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს წარმომადგენლები შედიან, ბოლო რამდენიმე თვეა ითხოვს საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებას.

საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს, სადაც 73 დეპუტატი 150–წევრიან პარლამენტში მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული სისტემით ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.  

არასაპარლამენტო ოპოზიციას სურს, რომ სისტემის მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდეს და პარლამენტი მხოლოდ პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებისგან დაკომპლექტდეს.

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები ხელისუფლებას საშულებას აძლევს, რომ „იქურდოს“ მანდატები, áƒ›áƒáƒ—ი ინიციატივა კი გულისხმობს პარლამენტსა და საკრებულოებში ადგილების „ობიექტურად და სამართლიანად“ განაწილებას.

„ჩვენი მთავარი პრინციპი არის: პირველი, რამდენ პროცენტსაც მიიღებ ხმებისას, იმდენი პროცენტი მიიღო მანდატების პარლამენტშიც და საკრებულოშიც და მეორე - ყველა მანდატს ჰქონდეს თანაბარი წონა“, - განუცხადა კაციტაძეს ჟურნალისტებს პრეზიდენტთან დახურული შეხვედრის დაწყებამდე, ხოლო მისი დასრულების შემდეგ თქვა, რომ „იმ ფრონტს, რასაც ქვია ცვლილებების მომხრეთა ერთობა, áƒ¡áƒ”რიოზული ფიგურა და ინსტიტუცია შეემატა“ პრეზიდენტის სახით.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე ეს ჯგუფი ნოემბრის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა, ხოლო დეკემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა აუდიენციის თხოვნით.

ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ 30 იანვარს განაცხადა, რომ პროცესში ხელისუფლების ყველა შტოა ჩართული გარდა „თვით იზოლაციაში და გაბუტული ბავშვივით მყოფი პრემიერ-მინისტრისა, რომელიც არ მოდის დიალოგზე და განყენებულ თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფება“.

ინტერპარტიული ჯგუფის მსგავსად, ხელისუფლებას საარჩევნო რეფორმის დროული დაწყებისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რათა მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში უწევს, უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემო.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება, რასაც სულ ცოტა 113 დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი; თუ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება და მისი შეცვლა გადაწყდება, მაშინ ამისთვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაც საკმარისია.

თუმცა ამ დრომდე ხელისუფლებას არანაირი პოზიცია არ გაუჟღერებია და არც რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადადგმულა.

ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ áƒ›áƒáƒ áƒ—ალია 2016 წლამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება áƒ¡áƒáƒ¡áƒ£áƒ áƒ•áƒ”ლი არ არის, მაგრამ „არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ“.

„თუ პროცესები ისე განვითარდება, რომ ამის აუცილებლობა დადგება, არავითარი კატასტროფა ამაში არაა.  თუმცაღა, არ იქნებოდა კარგი და ჯობდა, რომ ეს ყველაფერი კონსტიტუციურად განვითარებულიყო და დიდი ალბათობით, ასეც იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაშინ შეიძლება ჩატარდეს, თუ პარლამენტი მთავრობის წარდგენილ ბიუჯეტს არ დაამტკიცებს ან áƒ—უ პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებს მთავრობის შემადგენლობას. ორივე შემთხვევაში პარლამენტს პრეზიდენტი ითხოვს და ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

Civil.Ge © 2001-2024