პარლამენტმა თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს სადეპუტატო უფლებამოსილებები შეუწყვიტა
Civil Georgia, Tbilisi / 8 May.'15 / 13:28

პარლამენტმა თავდაცვის ახალი მინისტრს თინა ხიდაშელს და გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებები 8 მაისს მანამ შეწყვიტა, ვიდრე განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე რიგგარეშე სხდომაზე განხილვებს დაიწყებდა.

ამ გადაწყვეტილების შედეგად ქართული ოცნების უმრავლესობაში შემავალი რესპუბლიკელთა ფრაქცია 7 წევრამდე შემცირდა, თუმცა ის 8-მდე გაიზრდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი კოალიციის საარჩევნო სიაში რესპუბლიკური პარტიიდან აგულაშვილის ადგილმონაცვლის უფლებამოსილებას ცნობს.

რაც შეეხება საგარეჯოს მაჟორიტარული ოლქიდან არჩეული, ასევე რესპუბლიკელი áƒ—ინა ხიდაშელის სადეპუტატო მანდატს, ეს ადგილი ოქტომბერში ამ ერთმანდატიან ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების შედეგად შეივსება. შუალედური არჩევნები ასევე მოსალოდნელია მარტვილშიც, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარული დეპუტატის გარდაცვალების გამო.

ამჟამად 150-წევრიან პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა 147-მდეა შემცირებული, რაც ასევე იწვევს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის 74 ხმამდე შემცირებას.

 

Civil.Ge © 2001-2025