პარლამენტს ქალთა კვოტირების სისტემის შემოღების თაობაზე კანონპროექტი წარედგინა
Civil Georgia, Tbilisi / 11 Jun.'15 / 12:36

სამოქალაქო ორგანიზაციების ჯგუფმა პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა, რომელიც ქალთა სავალდებულო კვოტირების სისტემის შემოღებას ითვალისწინებს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის რაოდენობის გასაზრდელად.

კანონპროექტი მიზნად ისახავს მომდევნო პარლამენტში ქალი დეპუტატების რაოდენობის სულ ცოტა 25%–ით გაზრდას.

ამჟამად, პარლამენტში 17 ქალი დეპუტატია, რაც 150–წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს დაახლოებით 11.3%–ია.

კანონპროექტი მოამზადა სამუშაო ჯგუფმა „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“ – კოალიციამ, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს და გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებს ლობირებს.

ინიციატივა  სქესთა 50%–იანი ბალანსის დაცვისკენ მოუწოდებს, რომლის დროსაც ყოველი მეორე კანდიდატი სიაში ქალია.

150–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან ოლქში აირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული წესით ნაწილდება.  

ინიციატივა ასევე სთავაზობს, რომ სქესთა 50%–იანი ბალანსი ადგილობრივი არჩევნების დროსაც იყოს დაცული.  სამუშაო ჯგუფი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“ აცხადებს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში არჩეული დეპუტატების მხოლოდ 11.6% არის ქალი.

პარლამენტში თავის ყოველწლიურ გამოსვლაში მარტში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმეორა თავისი მხარდაჭერა კვოტირების სისტემის დანერგვის მიმართ ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად.

თბილისში მარტში ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მართალია, ზოგადად, ის რაიმე სავალდებულო კვოტირების შემოღების წინააღმდეგია, მაგრამ „მინდა მოგახსენოთ, რომ მე ვარ თანასწორობის მომხრე და თუ ვხედავ, რომ თანასწორობა ვერ მიიღწევა კვოტების გარეშე, მე მაშინ ვხდები კვოტების მომხრე“.

თუმცა, უსუფაშვილმა ასევე ივარაუდა, რომ პარლამენტში ამ ინიციატივის მხარდამჭერთა áƒ¡áƒáƒ™áƒ›áƒáƒ áƒ˜áƒ¡áƒ˜ áƒ áƒáƒáƒ“ენობის მოპოვება ადვილი არ იქნება და დასძინა, რომ მის რესპუბლიკურ პარტიაშიც კი არ არსებობს ერთიანი პოზიცია კვოტირების სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით.

ამჟამად საქართველოს კანონმდებლობა ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებს იმ პარტიებისთვის, რომლებიც მეტ ქალს შეიყვანენ თავიანთ პარტიულ სიებში. თუმცა, სამუშაო ჯგუფმა „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“ განაცხადა, რომ ეს წახალისება სრულიად არასაკმარისია გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად.

Civil.Ge © 2001-2024