ბერუჩაშვილი მინსკში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 30 Jun.'15 / 10:59

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი 29 ივნისს მინსკში თავის ბელარუს კოლეგას ვლადიმერ მაკკეის შეხვდა.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. მინსკმა იმავე დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის გარემოს დაცვის  მინისტრების პირველ შეხვედრასაც უმასპინძლა.

საქართველოს და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მთელი რიგი საკითხები, ასევე აპრილში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების განხორციელების საკითხები განიხილეს, განაცხადა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

Civil.Ge © 2001-2024