შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
Civil Georgia, Tbilisi / 19 Aug.'15 / 12:48

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ მის ვებგვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა სამშაბათს.

მთავარი გვერდი ჩაანაცვლა ანიმეს პერსონაჟის ანიმაციურმა გამოსახულებამ და ინგლისურენოვანმა წარწერებმა, მათ შორის  “Hacked by Error 7rB” და “No System Is Safe Access to the Site Was Easy” - "არცერთი სისტემაა áƒ£áƒ¡áƒáƒ¤áƒ áƒ—ხო, ამ საიტზე შეღწევა ადვილი იყო."

სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ მან დროებით მოხსნა თავის ვებგვერდი smr.gov.ge, რომელიც ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი. უწყების ცნობით, ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას ზიანი არ მიდგომია.

საქართველოს სამთავრობო საიტებზე ჰაკერული თავდასხმები ადრეც მომხდარა. áƒ˜áƒ•áƒšáƒ˜áƒ¡áƒ˜áƒ¡ დასაწყისში ჰაკერების სამიზნე იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც ინგლისურად შემდეგი შეტყობინება დაიდო: „დაჰაკერებულია კიბერ ისლამური სახელმწიფოს მიერ“. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს ჰაკერებმა დეკემბრის შემდეგ ორჯერ შეუტიეს; გარემოს დაცვის სამინისტროს ვებგვერდს - შარშან მარტში; ხოლო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საიტს - áƒáƒ› იანვარს. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი კი კიბერ შეტევის მსხვერპლი 2014 წლის იანვარში გახდა.

 

Civil.Ge © 2001-2024