აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი „რუსთავი 2“–ის საქმეზე
Civil Georgia, Tbilisi / 5 Nov.'15 / 13:25

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც ყურადღებით დააკვირდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საკუთრებაზე დავის სასამართლოს ზემდგომ ინსტანციებში მსვლელობას,  განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.

როდესაც მას 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2“–ის საქმის შესახებ ჰკითხეს, მან ასევე განაცხადა, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა მედიის თავისუფლების საკითხი 2 ნოემბერს ვაშინგტონში აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზე წამოწია; მისი თქმით, აშშ მომავალშიც გამუდმებით áƒ“ააყენებს ამ საკითხს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რომელმაც საკუთარი წილების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით აგვისტოში მიმართა. „რუსთავი 2“–ის ამჟამინდელი მფლობელების ადვოკატები განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ კონკრეტული საქმის მსვლელობას“, – განაცხადა კირბიმ და აღნიშნა, რომ áƒ¨áƒ”ერთებული შტატები áƒáƒžáƒ”ლაციის ყველა საფეხურის მონიტორინგს გააგრძელებს მომავალში.  

„ამ საქმის მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვანი ინტერესის გათვალიწინებით, შეერთებული შტატები მიესალმება ყველა მხარის მშვიდ და თავშეკავებულ რეაქციებს პირველ განაჩენზე“, – განაცხადა მან.

„მედიის თავისუფლება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა დემოკრატიის მთავარი საყრდენებია და ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებული ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს საკითხი ორშაბათს პლენალურ სესიაზე იქნა განხილული და áƒ£áƒœáƒ“ა გქონდეთ იმის სრული მოლოდინი, áƒ áƒáƒ› ამ საკითხს ჩვენ კვლავ გამუდმებით წამოვწევთ“, – დასძინა კირბიმ.

Civil.Ge © 2001-2024