„რუსთავი 2“–ის მოვლენათა ქრონოლოგია
Civil Georgia, Tbilisi / 16 Nov.'15 / 14:46


ტელეკომპანია „რუსთავი 2“. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საკუთრებაზე დავას 2004 წელს ჩაეყარა საფუძველი - სწორედ ამ დროიდან ტელეკომპანიამ არაერთი მეპატრონე გამოიცვალა სადავო გარიგებების გზით. თუმცა დავამ სამართლებრივი სახე ათეულ წელზე მეტის გასვლის შემდეგ მიიღო, როცა ერთ-ერთმა ყოფილმა მეპატრონემ ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის აგვისტოს დასაწყისში სასამართლო დავა წამოიწყო ტელეკომპანიაში საკუთარი წილის დაბრუნების მოთხოვნით. უკანასკნელი კრიზისი გარკვეულწილად მას შემდეგ შენელდა, რაც „რუსთავი 2“–ის მენეჯმენტს შეწყვეტილი უფლებამოსილება აღუდგა.


ქვემოთ მოცემულია „რუსთავი 2“–ის გარშემო მას შემდეგ განვითარებული მოვლენები, რაც ხალვაშმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.


5 აგვისტო

2004–2006 წლებში ტელეკომპანიის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მაუწყებელში საკუთარი წილის დაბრუნებას ითხოვს; ხალვაშმა განაცხადა, რომ 2006 წლის მიწურულს ქვეყნის მაშინდელმა ხელისუფლებამ აიძულა, რომ ტელეკომპანიაში საკუთარი წილი დაეთმო. ხალვაშის სარჩელი დაგმეს „რუსთავი 2“–მა და ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის ყველაზე აქტიურად ნაციონალურმა მოძრაობამ და ის მთავრობის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ გეგმად შეაფასეს, რაც საბოლოო ჯამში, ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას და გაჩუმებას ისახავს მიზნად. მთავრობა და კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები მუდმივად უარყოფენ ამ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ ეს არის დავა კერძო სუბიექტებს შორის, რასთანაც ხელისუფლებას არაფერი აქვს საერთო. 


7 აგვისტო

ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ „რუსთავი 2“–ის ქონებას ყადაღა დაადო ხალვაშის სარჩელის ფარგლებში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება უკრძალავს ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს, რომ გაასხვისონ საკუთარი წილები, ასევე გაყიდონ ან გააქირაონ ტელეკომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა, მანქანები და სხვა ქონება. ამავე გადაწყვეტილებით ტელეკომპანიის გენერალური დირექტორს  ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება შეეზღუდათ. 


30 სექტემბერი


სატელევიზიო კადრი, სადაც ჩანან „რუსთავი 2“–ის 91%–იანი წილის მფლობელები, ძმები ლევან (მარცხნივ) და გია (მარჯვნივ) ყარამანიშვილები მათი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს, რომელიც უკრაინაში ჩაიწერა და „რუსთავი 2“–მა ნოემბრის დასაწყისში გაუშვა.

სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო და „რუსთავი 2“–ის წილის მფლობელი - ტელეკომპანია „საქართველოს“ ქონება დააყადაღა.
 
„რუსთავი 2“–ის მესაკუთრეები, ძმები გიორგი და ლევან ყარამანიშვილები ტელეკომპანიაში 51%–ს ფლობენ არაპირდაპირი გზით, ტელეკომპანია „საქართველოს“ მეშვეობით; ისინი ასევე პირდაპირ ფლობენ „რუსთავი 2“–ის 40%–ს.
 
ტელეკომპანია „საქართველოს“ ქონების დაყადაღებამ ხელი შეუშალა ძმები ყარამანიშვილების განზრახვას, რომ ტელეკომპანია ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ნათესავისთვის  400 000 აშშ დოლარად მიეყიდათ, რის შედეგადაც მყიდველი „რუსთავი 2“–ის 51%–იანი წილის მფლობელი გახდებოდა. ამავე გარიგების თანახმად, 2017 წლის თებერვლამდე 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო ტელეკომპანიის მუშაობის უზრუნველსაყოფად. რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელსაც სააკაშვილის მმართველობის დროს მაღალი თანამდებობების ეკავა, განაცხადა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანიას მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციის გარეშე ტოვებდა. მან თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განმხილველი  მოსამართლე თამაზ ურთმელიძეც დაადანაშაულა და მას ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მითითებების შესრულებაში დასდო ბრალი; გვარამიას თქმით, მოსამართლე მილიარდელმა ივანიშვილმა მოისყიდა. „მოსამართლე ურთმელიძის ფეხებქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება“, – განაცხადა გვარამიამ, „ის ვერ იპოვის თავშესაფარს ამ ქვეყანაში ვერასდროს“. 


3 ოქტომბერი

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“–ის გამართულ მუშაობას „პრობლემები შეექმნა“ და ქართულ მედიაში განვითარებული მოვლენები „სერიოზულ კითხვებს“ ბადებს.  


 8 ოქტომბერი

აშშ–ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მთავრობასთან იმ ქმედებებთან დაკავშირებით,  რომელიც „ისე ჩანს, რომ ზღუდავს მედიის თავისუფლებას“. 


16 ოქტომბერი

პარლამენტმა ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული განცხადების პროექტი, რომელიც გამოხატავდა „შეშფოთებას“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე  „მთავრობის მიერ“ განხორციელებული „ზეწოლის“ გამო. 


19 ოქტომბერი


სატელევიზიო კადრი, სადაც ჩანს „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც ტელეკომპანიის ლოგოიანი მაისური აცვია და რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის წინაშე გამოდის, 19 ოქტომბერი, 2015 წელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ უარი თქვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საკუთრებაზე დავის საქმიდან თვითაცილებაზე მას შემდეგ, რაც მოპასუხე მხარემ მას მოსარჩელის სასარგებლოდ მიკერძოებაში დასდო ბრალი. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების თაობაზე შუამდგომლობა „რუსთავი 2“–ის ადვოკატებმა დააყენეს, რასაც მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველები  დაუპირისპირდნენ. მოპასუხის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე ძირითადად ორ მთავარ არგუმენტს ეფუძნებოდა. ერთ–ერთი იყო áƒ˜áƒ¡ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედის წინააღმდეგ აღიძრა ოჯახურ ინციდენტთან დაკავშირებით. მეორე არგუმენტი იყო áƒ›áƒáƒ¡áƒáƒ›áƒáƒ áƒ—ლის მეუღლის მიერ თავის Facebook–ის გვერდზე „რუსთავი 2“–ის და მისი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შესახებ გამოქვეყნებული რამდენიმე უარყოფითი კომენტარი. 


21 ოქტომბერი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას ხელისუფლება, შუამავლის მეშვეობით, პირადი ცხოვრების ვიდეოებისა და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შანტაჟით აიძულებს დატოვოს ტელეკომპანია, თუმცა ის ამას არ გააკეთებს, რადგან არ აპირებს „რუსთავი 2“-ის დათმობას და ტელეკომპანიის საკუთრებაზე მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლო შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულებას. პროკურატურამ ამ განცხადებაზე გამოძიება დაიწყო.   


22 ოქტომბერი

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოკლე სატელევიზიო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ განვითარებულმა პროცესებმა, მათ შორის იმავე დღეს პრემიერ-მინისტრ áƒ˜áƒ áƒáƒ™áƒšáƒ˜ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულმა áƒ’ანცხადებებმა, áƒ›áƒáƒáƒ®áƒ“ინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები“. პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მოსამართლეს, რომელიც „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე დავის განხილვას აწარმოებს, „არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება“. მისი განცხადება ქართული ოცნების ბევრმა პოლიტიკოსმა დაგმო და ის სასამართლო სისტემაში ჩარევად შეაფასა. 


22 ოქტომბერი


ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეზო, 2015 წლის 22 ოქტომბერი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ტელეკომპანიის ეზოში კარვები გაშალეს და მომიტინგეებს საბნები მიუტანეს, რადგანაც ისინი აცხადებდნენ, რომ ტელეკომპანიის ეზოში აპირებდნენ ღამის გათენებას, რათა დაეცვათ ტელევიზია, როგორც ამბობდნენ, მთავრობის ხელში ჩაგდებისგან. „რუსთავი 2“–ის მხარდამჭერები რეგულარულ აქციებს მართავდნენ როგორც „რუსთავი 2“–ის, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს áƒ¨áƒ”ნობებთან საქმის სასამართლო áƒ›áƒáƒ¡áƒ›áƒ”ნების პარალელურად, ხოლო ტელეკომპანია რეგულარულად მოუწოდებდა მაყურებლებს, რომ მედიის თავისუფლების დაცვის მიზნით შეკრებილიყვნენ. 


22 ოქტომბერი

ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრების საკითხზე მიმდინარე დავით და იმ შედეგებით, რაც მას საქართველოში მედია მრავალფეროვნებაზე აქვს. 


22 ოქტომბერი

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ აშშ-ს „აშფოთებს ნებისმიერი ის ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის „დახურვა“; მან ასევე დასძინა, რომ  „ზოგადად, ჩვენთვის იმედისმომცემია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის საქართველოში არსებული ღია გარემო“. 


24 ოქტომბერი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის საფუძველზე გამოიძიება დაიწყო, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. უწყების განცხადებით, გამოძიება დაიწყო "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე“, რომლის თანახმადაც, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მოკავშირეები ნაციონალური მოძრაობიდან „რუსთავი 2“–ის თანამშრომლებზე თავდასხმას გეგმავდნენ, რათა შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გამოეწვიათ.


26 ოქტომბერი

ევროკავშირის დელეგაციამ და თბილისში აკრედიტირებულმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა განაცხადეს, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში არსებულ მედიაგარემოს და მართალია ისინი თავს იკავებენ "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესის არსებით მხარეზე კომენტარის გაკეთებისგან, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც მათ წუხილს იწვევს და რომლებიც რეაგირებას საჭიროებენ. 


27 ოქტომბერი


პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 27 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში ქიბარ ხალვაშს შეხვდა. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში „რუსთავი 2“–ის ყოფილ მფლობელს ქიბარ ხალვაშს შეხვდა. მანამდე პრეზიდენტმა მთელი რიგი შეხვედრები და კონსულტაციები გამართა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე უცხოელ დიპლომატებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან. 


28 ოქტომბერი

ხალვაშის სარჩელის სასამართლო განხილვა საქმის ერთადერთი მოწმის დაკითხვით გაგრძელდა. ხდომაზე სასამართლომ 2005–2006 წლებში „რუსთავი 2“–ის წილების ღირებულების შეფასების ანგარიში მოისმინა და ამ საკითხზე ის ექსპერტი დაკითხა, რომელმაც ეს ანგარიში მოამზადა. ამ ანგარიშით, რომელიც მოსარჩელემ მტკიცებულების სახით წარადგინა, ხალვაში იმის ჩვენებას ცდილობს, რომ მას ცხრა წლის წინ ბევრად უფრო იაფად მოუწია „რუსთავი 2“-ის წილების გაყიდვა, ვიდრე მისი რეალური ღირებულება იყო. შეფასების დოკუმენტი მოსარჩელის დაკვეთით საქართველოს სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა, შოთა ივანაშვილმა მოამზადა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული ნაშთების საფუძველზე. ექსპერტმა უთხრა სასამართლოს, რომ შეფასება აქტივების შემოწმების მეთოდის გამოყენებით განხორციელდა,  რაც ბიზნესის ღირებულების შეფასების სამიდან ერთ-ერთი მეთოდია. ექსპერტის თქმით, ამ მეთოდის გამოყენება ყველაზე რელევანტური იყო იმ პირობებში, როცა მას შესაფასებლად კომპანიის არასრული ფინანსური მონაცემები ქონდა. რუსთავი 2“–ის ადვოკატები ამაოდ ეცადნენ, რომ მის მიერ მომზადებული მტკიცებულება ძალადაკარგულად გამოეცხადებინათ იმ საფუძვლით, რომ ის საეჭვო ბუღალტრულ ნაშთებს ეფუძნებოდა; მოპასუხე მხარე ასევე აცხადებდა, რომ ანგარიში საერთაშორისო შეფასების სტანდარტების დაცვით არ ყოფილა მომზადებული. ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ხალვაშის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ანგარიში ყალბ ფინანსურ მონაცემებს ეფუძნებოდა.  


28 ოქტომბერი

ნიკა გვარამიამ სატალევიზიო გამოსვლაში მაყურებლებს ტელეკომპანიის წინ აქციის გამართვისკენ მოუწოდა მომდევნო დილას, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ხალვაშის სარჩელის განხილვა უნდა გაეგრძელებინა. 


29 ოქტომბერი

სატელეფონო საუბრის ორი ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის საჭიროებაზე ბარიკადების მოწყობის მეშვეობით, მოუწოდებს „რევოლუციური სცენარით“ მოქმედებისკენ და ამბობს, რომ საჭიროა „ფიზიკური დაპირისპირება“, რომლის დროსაც უნდა იყოს „ცხვირ-პირის დანაყვები“. ერთ-ერთი ჩანაწერი მოიცავს საუბარს სააკაშვილსა და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის, ხოლო მეორე ჩანაწერში ექს-პრეზიდენტი მისი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას ესაუბრება. გვარამიამაც და ბოკერიამაც დაადასტურეს ამ საუბრების ნამდვილობა. თავის თავდაპირველ განცხადებაში სააკაშვილმა არ უარყო ჩანაწერების ნამდვილობა, თუმცა მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებებში მან აღნიშნა, რომ „სატელეფონო საუბრებს იწერენ, შემდეგ ნაწილ-ნაწილ ამუშავებენ პუტინის სპეცსამსახურები და სწორედ ამ ფორმით ხდება რუსული საიტების მიერ გავრცელება“.  მომდევნო დღეებში იმავე ვებგვერდმა კიდევ გაავრცელა მორიგი ჩანაწერები სააკაშვილსა და მის თანაპარტიელებს შორის. „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი ემიჯნებიან ნებისმიერ ძალადობას და რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა „არ უკავშირდება არც ერთი პოლიტიკური ძალის მიზნებს“. 


30 ოქტომბერი

ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის პირდაპირ სატელევიზიო მიმართვაში „სიმშვიდიკენ“, „თავშეკავებისკენ“ და „ერთად დადგომისკენ“ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები „ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას აღკვეთენ და გაანეიტრალებენ“.  მას ასევე "ყველა მხარეს" მოუწოდა: „კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში“. პრემიერ–მინისტრის განცხადებიდან რამდენიმე წუთში „რუსთავი 2“–ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მაუწყებელი აღარ მოუწოდებს მაყურებლებს, რომ ტელეკომპანიის წინ შეიკრიბონ. ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია განაგრძობს ბრძოლას საქართველოში მედიის თავისუფლებისთვის, რასაც, მისი თქმით, საფრთხე ემუქრება, რადგანაც მთავრობას „რუსთავი 2“–ის ხელში ჩაგდება სურს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა, ხოლო ის, ვინც ამ გზით გეგმავს პროცესებს, მთლიანად მოწყვეტილია საზოგადოებას და პოლიტიკურ რეალობას“. 


31 ოქტომბერი

აშშ–ის საელჩომ საქართველოს ექს–პრეზიდენტის და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია“.  მომდევნო დღეს სააკაშვილმა განაცხადა წერილობით განცხადებაში, რომ „ძალიან ამორალურია, რომ ამ ტიპის ‘საუბრები’ სანდო წყაროდ იქნას მიჩნეული და უფრო მეტიც, მათ შინაარსზე კომენტარი გაკეთდეს“. 


2 ნოემბერი


საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხწევრიანი კოლეგია – (მარცხნიდან მარჯვნივ) მაია კოპალეიშვილი; კონსტანტინე ვარძელაშვილი; ქეთევან ერემაძე და მერაბ ტურავა – 2 ნოემბერს გადაწყვეტილებას აცხადებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმის მოქმედება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს  მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელ აღსრულებას ეხება და რომლის არაკონსტიტუციურად ცნობასაც მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ტელეკომპანია "საქართველო" თავიანთ სარჩელში თხოვდნენ. მოსარჩელეები შიშობდნენ, რომ ხალვაშს შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება მოეთხოვა იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეს მოიგებდა. 


3 ნოემბერი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა და ტელეკომპანიაში მისი საკუთრების უფლება აღადგინა. თუმცა, განაჩენი ვერ აღსრულდება, სანამ გასაჩივრების ყველა პროცედურა არ ამოიწურება. შემდეგი ეტაპია სააპელაციო სასამართლო და შემდეგ თუ მხარები გადაწყვეტენ, განაჩენი შესაძლოა უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდეს. 


5 ნოემბერი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ, რის შედეგადაც გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ფინანსური სამსახურის უფროსი კახა დამენია დროებით მმართველებს უნდა შეეცვალათ. ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ მფლობელს ქიბარ ხალვაშს, რომელმაც წილების დაბრუნების მოთხოვნით პირველი ინსტანციის სასამართლო მოიგო,  შესაძლებლობა ეძლეოდა, რომ ტელეკომპანიის მმართველობა მის ხელში გადასულიყო მაშინ, როცა საკუთრებაზე დავას ყველა ინსტანციის სასამართლო ჯერ არ áƒ’აუვლია áƒ“ა "რუსთავი 2" კვლავ ამჟამინდელი მფლობელების ხელში რჩება. დაგმო რა სასამართლოს გადაწყვეტილება, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს დაემორჩილოს მას.
 
მოსამართლის განჩინება სადავო იყო, რადგანაც მას ერთ–ერთ საფუძვლად დაედო ის, რომ „არსებობს გარკვეული საფრთხე, რომ დროებითი მმართველის დაუნიშნაობამ, გარკვეულწილად, შეიძლება საგრძნობლადაც შეცვალოს მოპასუხის საქმიანობის ფორმატი, გაუქმდეს ან/და მოდიფირება განიცადოს რამდენიმე გადაცემამ, მათ შორის რეიტინგულმა და, შესაბამისად, არსებობს საფრთხეც, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება ძირითადად გადატანილ იქნება მხოლოდ და მხოლოდ არსებული დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე“ – მინიშნება იმაზე კეთდება, რომ „რუსთავი 2“ ინტენსიურად აშუქებს მისი მფლობელობის თაობაზე არსებულ დავას. მოსამართლის განჩინების ეს პუნქტები გააკრიტიკეს „რუსთავი 2“–მა, სამოქალაქო საზოგადოების და მედია აქტივისტებმა და ის ცენზურის მცდელობად შეაფასეს.
 
სასამართლოს მიერ დანიშნული დროებითი მმართველები იყვნენ რევაზ საყევარიშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, და დავით დვალი, „რუსთავი 2“–ის თანამფლობელი 2004 წლამდე.  ხალვაში, რომელიც აცხადებს, რომ ის 2006 წელს ქვეყნის მაშინდელმა ხელძღვანელობამ აიძულა, რომ „რუსთავი 2“–ში საკუთარი წილები დაეთმო, მაუწყებლის საკონტროლო პაკეტი 2004 წელს მოიპოვა მისი სამი დამფუძნებლისგან – დავით დვალისგან, ჯარჯი აქიმიძისგან და აწ გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილისგან, რომელთაც ასევე განაცხადეს წლების შემდეგ, რომ 2004 წელს წილების დათმობა მათაც აიძულეს. დვალმა და აქიმიძემ მხარდაჭერა გამოხატეს ხალვაშის სარჩელის მიმართ და განაცხადეს, რომ ეს პროცესი დაეხმარება მათ განზრახვას, რომ მაუწყებელში თავიანთი წილები მოითხოვონ. 


6 ნოემბერი


სატელევიზიო კადრი, სადაც ჩანან (მარჯვნიდან მარცხნივ) ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში; მისი ადვოკატი პაატა სალია; „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელი და სასამართლოს მიერ დანიშნული დროებითი áƒ›áƒ›áƒáƒ áƒ—ველი დავით დვალი; „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელი ჯარჯი აქიმიძე და სასამართლოს მიერ დანიშნული დროებითი მმართველი რევაზ საყევარიშვილი თბილისში 6 ნოემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე . 

„რუსთავი 2“–ის დროებითმა მმართველებმა რევაზ საყევარიშვილმა და დავით დვალმა, რომლებიც სასამართლომ მაუწყებლის ყოფილი მეწილის ქიბარ ხალვაშის თხოვნით დანიშნა,  ქიბარ ხალვაშთან და მის ადვოკატთან, პაატა სალიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ვერავინ ვერ ჩაერევა ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და არც ერთი ჟურნალისტი არ იქნება დათხოვნილი სამსახურიდან მას შემდეგ, რაც დროებითი áƒ“ირექცია თავის საქმიანობას შეუდგება. თუმცა, მათ ასევე განაცხადეს, რომ პოლიცია არ იქნება გამოძახებული იმისთვის, რომ გვარამია შენობიდან გამოიყვანონ და არ მოხდება არაფერი მსგავსი იმისა, რაც 2007 წელს მოხდა, როდესაც სპეცრაზმმა ტელეკომპანია „იმედი“ დაარბია. იმავე პრესკონფერენციაზე ხალვაშმა განაცხადა, რომ მან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია დვალთან და აქიმიძესთან, რომლის თანახმად, იგი მზად არის საკუთარი წილის ნახევარი აქიმიძეს და დვალს დაუთმოს იმ შემთხვევაში, თუ ის სასამართლოში ტელეკომპანიის  საკუთრებაზე არსებულ დავას საბოლოოდ მოიგებს. 


6 ნოემბერი
 
„რუსთავი 2“–ის მენეჯმენტის შეცვლის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას საერთაშორისო რეაქციები მოყვა, რომელთა შორის ასევე იყო თბილისში აკრედიტირებული ევროკავშირის და აშშ–ის დიპლომატების ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სასამართლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილება „წარმოშობს სერიოზულ კითხვებს საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით“.  


6 ნოემბერი

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“–ის გარშემო განვითარებული მოვლენები „ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და საერთაშორისო რეპუტაციას აზარალებს“.  


6 ნოემბერი

სასამართლოს მიერ  „რუსთავი 2“–ში დანიშნულმა დროებითმა მმართველებმა ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს შესთავაზეს დაესახელებინათ „ნებისმიერი“ პირი, რომელსაც ისინი ტელეკომპანიის მართვის საკითხებში სრულ უფლებამოსილებას მიანდობდნენ. ეს შემოთავაზება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც გვარამია უარს აცხადებდა მმართველობა სასამართლოს მიერ დანიშნული ადმინისტრაციისთვის გადაეცა. კომპანია ვერცერთ იმ ქმედებას ვერ განახორციელებდა, რასაც მისი მმართველების ნებართვა სჭირდებოდა, რადგანაც გვარამიასაც და დამენიასაც უფლებამოსილება áƒ°áƒ¥áƒáƒœáƒ“ათ შეჩერებული, ხოლო დროებით მმართველებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება პრაქტიკულად არ შეეძლოთ  – შექმნილ სიტუაციას, როგორც ორივე მხარე აღიარებდა, უარყოფითი გავლენის მოხდენა შეეძლო áƒ¢áƒ”ლეკომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე. 


7 ნოემბერი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის 91%–იანი წილის მფლობელებმა უარი თქვეს სასამართლოს მიერ დანიშნული დროებითი მმართველების შემოთავაზებაზე და განაცხადეს, რომ  „ხელისუფლების მიერ დანიშნულ პოლიტიკურ ცენზორებთან“ არაფერი ჰქონდათ სალაპარაკო. 


9 ნოემბერი

სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ჯგუფმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“–ის დასაცავად 24–საათიან მორიგეობას იწყებდნენ, რათა ტელეკომპანია ნებისმიერი თავდასხმის და პოლიტიკური ან სხვა ტიპის გავლენისგან დაეცვათ. აქტივისტებმა ტელეკომპანიის წინ კარვები გაშალეს.  


10 ნოემბერი


ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრობს თბილისში 10 ნოემბერს. 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“–ში დროებითი მმართველოების დანიშვნის თაობაზე „პოლიტიკურად ძალიან გვაზიანებს“. მისი თქმით, მას ასევე აქვს „კითხვები“ მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 


11 ნოემბერი
 

„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის მოადგილე  áƒ“ა 9 საათიანი კურიერის წამყვანი ზაალ უდუმაშვილი 22 ოქტომბერს ჟურნალისტებს ესაუბრება. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ში დანიშნულმა დროებითმა მმართველებმა დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა განაცხადეს, რომ მათ „ცალმხრივად“ მიანიჭეს მინდობილობა ტელეკომპანიის დირექტორის მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს კომპანიის მართვის თაობაზე. დროებითმა მმართველებმა განაცხადეს, რომ მათი გადაწყვეტილების მიზანი იყო აღეკვეთათ პრობლემები ტელეკომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში. თუმცა, უდუმაშვილმა უპასუხა, რომ ის „უკანონოდ“ მინიჭებულ ამ ვალდებულებას თავის თავზე ვერ აიღებს.  


12 ნოემბერი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ შეცვალა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ ერთი კვირის წინ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ტელეკომპანიის ყოფილ მენეჯმენტს - გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება აღუდგინა. გვარამიას და დამენიას მმართველობის უფლება სულ ცოტა იმ დრომდე აღუდგათ, ვიდრე სრულად არ ამოიწურებოდა დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურები. 


13 ნოემბერი

საკონსტიტუციო სასამართლომ áƒ¡áƒáƒ›áƒáƒ¥áƒáƒšáƒáƒ¥áƒ საპროცესო კოდექსის იმ ნორმების მოქმედება შეაჩერა, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ ერთი კვირის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ში დროებითი მმართველების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს „რუსთავი 2“–ისთვის მეორე დაკმაყოფილებული საკონსტიტუციო სარჩელია მაუწყებლის საკუთრების თაობაზე მიმდინარე სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით, რომელიც პარალელურად საერთო სასამართლოებში მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც „რუსთავი 2“–ის საკონსტიტუციო სარჩელზე საბოლოო განაჩენის გამოტანამდე დროებითი ზომაა, 5 ნოემბრამდე არსებული სტატუს კვოს აღდგენას უზრუნველყოფს.
 
ახლა უკვე ყურადღება ისევ áƒ«áƒ˜áƒ áƒ˜áƒ—ად სასამართლო პროცესზე გადაინაცვლებს, რომელიც საკუთრების დავას ეხება და რომლის საშუალებითაც მოსარჩელე ქიბარ ხალვაში მაუწყებელში საკუთარი წილის დაბრუნებას ცდილობს. დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.

 

 

Civil.Ge © 2001-2024