პარლამენტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა
Civil Georgia, Tbilisi / 5 Feb.'16 / 15:16

პარლამენტის პლენარული სხდომა 5 თებერვალს áƒ©áƒáƒ˜áƒ¨áƒáƒšáƒ, რადგან áƒ›áƒ£áƒ¨áƒáƒáƒ‘ის დასაწყებად საჭირო სულ ცოტა 76 დეპუტატის კვორუმი არ áƒ¨áƒ”გროვდა.

პირველ მცდელობაზე რეგისტრაცია 75 დეპუტატმა, მეორეზე - 68-მა,  მესამეზე კი 71-მა გაიარა.

სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა ქართული ოცნებიდან მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ სხდომათა დარბაზში ფაქტობრივი კვორუმი იყო, ცალკეულმა დეპუტატებმა ოპოზიციიდან რეგისტაცია არ გაიარეს, რის გამოც მან ვერ გახსნილი სხდომის დასრულება გადაწყვიტა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა სხდომის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა საპარლამენტო უმრავლესობას დააკისრეს.

პარლამენტში საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირაში გაიხსნა და პირველ სხდომაზე დეპუტატებმა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოუსმინეს. დღეს კი მეორე სხდომა უნდა გამართულიყო, რომლის დროსაც დეპუტატებს სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უნდა განეხილათ. 

Civil.Ge © 2001-2025