მოგების გადასახადზე ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
Civil Georgia, Tbilisi / 16 Apr.'16 / 15:38

პარლამენტმა 15 აპრილს 74 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მოგების გადასახადის ახალი რეჟიმის 2017 წლიდან ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც, მთავრობის თქმით, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას ისახავს მიზნად.

მთავრობის მიერ შემუშავებული ცვლილებების მიხედვით, რომელიც ესტონურ მოდელს ეფუძნება, მოგების რეინვესტირების ან მისი საერთოდ არ განაწილების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან.

მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის, ასევე საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების, განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი წარმომადგენლობითი ხარჯის და ან ისეთი ხარჯის გაწევის  შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან. მოგების გადასახადის განაკვეთი კვლავ 15% იქნება.

მოგების დაბეგვრის ახალი სისტემა, კანონპროექტის მიხედვით, 2019 წლიდან ასევე გავრცელდება საფინანსო სექტორზე - კომერციულ ბანკებზე, საკრედიტო კავშირებზე, სადაზღვევო ორგანიზაციებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ლომბარდებზე. 

დაბეგვრის რეჟიმი, კანონპროექტის თანახმად, არ შეეცვლებათ ორგანიზაციებს, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება, ასევე პირებს, რომლებიც მოგებას იღებენ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული áƒ®áƒ”ლშეკრულებებით áƒœáƒáƒ•áƒ—ობისა და გაზის ოპერაციების შედეგად და ტოტალიზატორებს.

ახალი წესების მიხედვით, რომელიც მეორე და მესამე მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2017 წლიდან შევა, მოგების დაბეგვრის საანგარიშო პერიოდი იქნება კალენდარული თვე, ამჟამად არსებული კალენდარული წლის ნაცვლად, როცა ამ  გადასახადის დეკლარირება და გადახდა ხდება.

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, საწარმოებიდან მოგების გადასახადის სახით  980 მილიონი ლარის შემოსავლებია დაგეგმილი, რაც áƒ›áƒ—ლიანი საგადასახადო შემოსავლების (7.98 მილიარდი ლარი) 12.3%–ს შეადგენს.

კანონპროექტის პლენალურ სხდომაზე განხილვისას, 13 აპრილს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განუცხადა დეპუტატებს, რომ მთავრობის გათვლებით, ამ რეფორმის შედეგად 2017 წელს, დაახლოებით, 600 მილიონი ლარის დანაკლისი იქნება საბიუჯეტო შემოსავლებში, ხოლო 2018 წელს, დაახლოებით, 300-დან 400 მილიონ ლარამდე.

„მესამე და მეოთხე წლიდან სრულად მოხდება აღნიშნული დანაკარგების კომპენსირება მიღებული ეკონომიკური ზრდის ხარჯზე“, - განაცხადა მან.

მოგების გადასახადის ესტონური მოდელის შემოღების იდეა პირველად ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის მარტში გაახმოვანა, როცა ის ეკონომიკის მინისტრი იყო. მართალია მთავრობამ ამ იდეის შესაძლო შედეგების შეფასება დაიწყო, მაგრამ მაშინ ამ ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე საკმაოდ სკეპტიკური ჩანდა 2015 წლის ოქტომბერში ამ საკითხის კომენტირებისას. კვირიკაშვილმა ეს საკითხი ხელმეორედ იანვარში, პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებიდან ორ კვირაში წამოწია, რასაც შემდგომ, კანონპროექტის მომზადება მოყვა. თავდაპირველად, კანონპროექტი მოგების გადასახადის ახალი სისტემის ამოქმედებას 2016 წლის პირველი ივლისიდან ითვალისწინებდა, თუმცა ამოქმედების ვადად საბოლოოდ 2017 წელი განისაზღვრა მას შემდეგ, რაც გადავადების თხოვნით მთავრობას ბიზნეს ასოციაციებმა მიმართეს.

მოგების გადასახადის რეფორმისგან განსხვავებით, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ამ ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე ამოქმედდება კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან კომპანიების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ძირითადი საშუალებების ნუსხას მთავრობა დაამტკიცებს.

კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ცვლილებების მიხედვით,  საგადასახადო შემოწმების ჩატარების უფლება მხოლოდ შემოსავლების სამსახურს დარჩება, ხოლო საგამოძიებო და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს ამ კუთხით მოქმედება აეკრძალებათ. 

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო დავის შემთხვევაში კომპანიაზე დადებული ყადაღა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს მოქმედებას, თუ მას áƒ¡áƒáƒ¡áƒáƒ›áƒáƒ áƒ—ლო დაადასტურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საბანკო ანგარიშზე ყადაღა გაუქმებულად ჩაითვლება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერასაც. კერძოდ,  განმარტებითი ბარათის თანახმად, 69 700 გადასახადის გადამხდელს, რომელთაც დავალიანება 2011 წლამდე წარმოეშვათ და მას შემდეგ აქტივობები არ უფიქსირდებათ, დაახლოებით, 1.4 მლრდ ლარის დავალიანება ეპატიებათ; ხოლო იმ 27 380 გადასახადის გადამხდელს, რომელთაც დავალიანება 2013 წლამდე წარმოეშვათ და ძირითად დავალიანებას, რომლის ჯამური ოდენობაც, დაახლოებით, 339.5 მილიონ ლარს შეადგენს, გადაიხდიან, მაშინ მათ დაკისრებული სანქციები, რაც დაახლოებით, 623.5 მლნ ლარია, ჩამოეწერებათ. 

Civil.Ge © 2001-2024