საქართველოს და გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ბერლინში ვიზალიბერალიზაციაზე იმსჯელეს
Civil Georgia, Tbilisi / 8 Jun.'16 / 19:29

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 8 ივნისს ბერლინში ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა და  ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილა, რომელიც სავარაუდოდ, გადავადდება გერმანიის წინააღმდეგობის გამო.

ორივე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ევროპაში მიმდინარე სხვა მოვლენებისგან იზოლირებულად არ განიხილება  და ეს საკითხი სხვა ქვეყნების ვიზალიბერალიზაციის პროცესთან არის áƒ™áƒáƒ•áƒ¨áƒ˜áƒ áƒ¨áƒ˜.

ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ნორბერტ ლამერტმა, რომელიც საქართველოს შარშან თებერვალში სტუმრობდა, აღიარა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად საჭირო ყველა კრიტერიუმი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის გერმანია–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხი და ის ევროკავშირის ფარგლებში პოლიტიკურ გადაწყვეტას მოითხოვს, რაც თავის მხრივ ასევე დამოკიდებულია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სხვა ქვეყნებთან.

ლამერტმა, რომელიც თარჯიმნის საშუალებით საუბრობდა, áƒáƒ¡áƒ”ვე განაცხადა, რომ უნდა გამოინახოს გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მინისტრების 10 ივნისის შეხვედრაზე მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა საბჭოში იმ პრინციპებზე მოხდება შეთანხმება, თუ როგორ უნდა წარიმართოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი იმ ფონზე, როდესაც საქართველომ უკვე დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი. 

მართალია უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის, რომელმაც, ევროკავშირის თქმით, ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, ყველაზე ნაკლებად სადავოა თურქეთთან, უკრაინასთან და კოსოვოსთან შედარებით, მაგრამ áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს საკითხი, როგორც ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა მიმდინარე კვირას სტრასბურგში, თურქეთისთვის და გარკვეულწილად უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების გარშემო არსებული უთანხმოების „მძევალია“.

„როიტერის“ ინფორმაციით, ზოგიერთი დიპლომატი ბრიუსელში იმასაც ამბობს, რომ გერმანია შესაძლოა თანხმობის მიცემისგან თავს  იმიტომ იკავებს, რომ არ სურს საქართველოს უვიზო რეჟიმი áƒ£áƒ™áƒ áƒáƒ˜áƒœáƒáƒ–ე ადრე მიეცეს, რადგან ამან შესაძლოა „კიევში პროდასავლური პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პოზიციები შეასუსტოს“.  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თავის გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ის ახლა „უფრო ოპტიმისტურადაა“ განწყობილი.

„ჩვენ ვართ მეგობრებთან, პარტნიორებთან, ამიტომ ყველა საკითხი განვიხილეთ ღიად და კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის ვალდებულება, რაც მას ჰქონდა შესასრულებელი, თუმცა, არის საკითხები, რომელიც გადასაწყვეტია ევროკავშირის დონეზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხებიც ძალიან მალე გადაწყდება“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

„საქართველოში მიმდინარე არც ერთი მოვლენა და პროცესი არ არის მაგიდაზე განსახილველი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა, რომელიც მიანიშნებდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის დამოკიდებული საქართველოს შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე, „პირიქით, როგორც მოისმინეთ, ბატონი თავმჯდომარისგან, საქართველოს შიდა პროცესები, ანუ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ჩვენს კოლეგებს და პარტნიორებს მიანიშნებს იმაზე, რომ უფრო სწრაფად მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა უფრო დაგვიანებით. საქართველოში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ცხოვრება პირიქით იქით მიანიშნებს ჩვენს პარტნიორებს, რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწარაფად იქნას მიღებული“.

„ვიზალიბერალიზაციის საკითხში არათუ საქართველო და გერმანია, არამედ საქართველო და ევროკავშირიც არ ვმოქმედებთ იზოლირებულად სხვა პროცესებისგან და სხვა მოვლენებისგან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი, ვიზასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, მიგრაციის საკითხები, სხვა თემები, რომლებიც ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ, ქართველებმა, თუ გვინდა გავხდეთ ოდესმე ევროპის სრულფასოვანი წევრი, უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ ევროპული სიკეთეების გათავისება, არამედ ევროპული პრობლემების გადაწყვეტაში ჩვენი წვლილის შეტანაც“, – განაცხადა მან.

„ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვისმენთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებებს იმ ნიუანსებთან დაკავშირებით, რომელიც იხილება სხვადასხვა დონეზე და ვართ ძალიან ოპტიმისტური, რომ კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება იქნება მალე და იქნება დადებითი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ამასთანავე, ჩვენ ყველა თავს ვიკავებთ კონკრეტული თარიღების დასახელებისგან, თუმცა თქვენ უკვე მოისმინეთ მკაფიო განწყობა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ყველას ინეტერესშია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული“, – დასძინა მან.

Civil.Ge © 2001-2024