არჩილ ხაბაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის თანამდებობა დატოვა
Civil Georgia, Tbilisi / 6 Jul.'16 / 12:52


არჩილ ხაბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომაზე განცხადებას აკეთებს, 2016 წლის 6 ივლისი. ფოტო: აჭარის მთავრობის პრესსამსახური

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ 6 ივლისს, რეგიონში დაგეგმილ არჩევნებამდე სამი თვით ადრე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება „აჭარაში მმართველი გუნდის განახლებისა და შემდგომი გაძლიერების მიზნით არის ნაკარნახევი“.

"ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებისა და მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება 4-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დავტოვო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი", - განაცხადა ხაბაძემ, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დაკავებამდე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი ქართუს ბათუმის ფილიალის დირექტორი იყო.

მისი áƒ’ადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ქართული მედია იტყობინებოდა, რომ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის შეცვლას მიმდინარე კვირას გეგმავდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება. 

ხაბაძე აჭარის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად რჩება, სანამ უმაღლესი საბჭო მთავრობის ახალ მეთაურს დაამტკიცებს.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ადგილობრივი მთავრობის ახალი მეთაური უზენაეს საბჭოში პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს; პრეზიდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია წარდგინების გაკეთება, თუ კანდიდატურას ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა აქვს.

მედიის ინფორმაციით, რომელიც ოფიციალურ პირებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ პატარაძე განიხილება ხაბაძის შემცვლელად.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ახალ კანდიდატს დამტკიცება დასჭირდება აჭარის 21–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში, სადაც ქართულმა ოცნებამ შარშან უმრავლესობა დაკარგა. 

გადადგომის შესახებ ხაბაძის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, ლევან ვარშალომიძე ბათუმში დაბრუნდა და მომავალი არჩევნებისთვის კამპანია დაიწყო.

ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად ოდესის გუბერნატორია, განაცხადა მაისის დასაწყისში, რომ ვარშალომიძე, რომელმაც ბოლო წლები უკრაინაში გაატარა, აჭარაში უნდა დაბრუნდეს და რეგიონის მეთაური გახდეს მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ოქტომბრის არჩევნებს მოიგებს.

ვარშალომიძეს, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აჭარის უმაღლეს საბჭოში თავისი საარჩევნო სიის პირველ ნომრად ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენია, ბათუმში ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ახლდა კამპანიის ზოგიერთ ღონისძიებაზე.

მან განაცხადა, რომ ქართული áƒáƒªáƒœáƒ”ბის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აჭარა დაპაუზებულია და რეგიონი კვლავ დაუბრუნდება განვითარების რეჟიმს მას შემდეგ, რაც ის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ადგილობრივ მთავრობაში დაბრუნდება.

6 ივლისს გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებისას არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, აჭარამ  „ყველა მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა“, ხოლო „აჭარის ეკონომიკაში 2013-2015 წლებში ჩაიდო 838 მილიონი დოლარის ინვესტიცია“.

ხაბაძემ ასევე განაცხადა, რომ გადადგომის შემდეგ „აქტიურად“ ჩაერთვება წინასაარჩევნო პროცესებში ქართული ოცნების გუნდთან ერთად.

 

Civil.Ge © 2001-2024