ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე თბილისს სტუმრობს
Civil Georgia, Tbilisi / 25 Aug.'16 / 17:34

ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი ვაკულჩიკი, რომელიც თბილისს სტუმრობს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა 25 აგვისტოს, რომ ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა áƒ®áƒ”ლი მოაწერეს „შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“.

შეხვედრის დროს გომელაურმა და ვაკულჩიკმა „რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში უსაფრთხოების სამსახურების ურთიერთთანამშრომლობის წვლილს“, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

Civil.Ge © 2001-2024