ცესკო: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3.51 მილიონს შეადგენს
Civil Georgia, Tbilisi / 4 Oct.'16 / 14:37

საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 3 513 884–ს შეადგენს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების თანახმად.

ივნისში, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 473 316 იყო, ხოლო 6 აგვისტოს განახლებული მონაცემების მიხედვით, 3 452 093-ს შეადგენდა.

2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა  3 429 748 იყო, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე - 3 537 719, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 3 613 851.

ცესკო ამომრჩეველთა სიების დადგენაზეა პასუხისმგებელი იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც შესაბამისი უწყებები, ძირითადად კი იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მას ყოველკვარტალურად აწვდის. 

ამომრჩეველთა რაოდენობა ყველაზე უმცირეს ოლქში არსებული 42 332 –დან (თეთრიწყაროსა და გარდაბნის ნაწილის მომცველი ოლქი) ყველაზე უმსხვილესში 55 251–მდე მერყეობს (ქალაქ რუსთავის ორიდან ერთ-ერთი, 29-ე ოლქი). 

საქართველოს საარჩევნო ოლქების უმეტესობა ამომრჩეველთა მეტი თანაბრობის უზრუნველყოფის მიზნით ახალ საზღვრებში ჩამოყალიბდა ადრე არსებული მაჟორიტარული ოლქების გამსხვილების ან გაყოფის გზით. ოლქების ახლებურად ფორმირებამდე ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით ოლქებს შორის სხვაობა 150 000–დან 6 000–მდე მერყეობდა.

ქვემოთ მოცემულია ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა 73 მაჟორიტარული ოლქის მიხედვით (ფრჩხილებში მოცემულია ამომრჩეველთა რაოდენობა 13 ივნისის მდგომარეობით):

თბილისი

â„–1 მთაწმინდა  - 43 833 (43 372)
â„–2 ვაკე (ჭავჭავაძის გამზირი მიმდებარე ქუჩებით, წყნეთი) – 42 513 (41 598)
â„–3 ვაკე (ბაგები, ვაჟა-ფშაველას კვარტლების, ნუცუბიძის მიკრორაიონების უმეტესობა) – 44 717 (42 865)
â„–4 საბურთალო (დიდი დიღომი, სოფელი დიღომი, ვაშლიჯვარი, ვეძისი) – 45 527 (44 063)
№5 საბურთალო (ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირები მიმდებარე ქუჩებით ) -43 822 (42 385)
â„–6 საბურთალო (პეკინის გამზ. მიმდებარე ქუჩებით, სპორტის სასახლის მიმდებარე ქუჩები) – 44 165 (42 957)
№7 კრწანისი - 47 330 (46 046)
â„–8 ისანი (ვაზისუბანი, მე-3 მასივისა და ვარკეთილის ნაწილი) – 45 190 (43 028)
â„–9 ისანი (ავლაბარი) – 44 745 (43 958)
â„–10  ისანი (ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, საავიაციო ქარხნის დასახლება) – 45 018 (43 764)
â„–11 სამგორი (ვარკეთილის ნაწილი, სოფელი პატარა ლილო) – 47 173 (44 590)
â„–12 სამგორი (მოსკოვის გამზირი, მე-3 მასივის ნაწილი) – 45 367 (43 396)
â„–13 სამგორი (ვარკეთილის ნაწილი, აეროპორტის დასახლება, დიდი ლილო, მარტყოფი) – 44 747 (43 042)
â„–14 ჩუღურეთი  - 44 610 (43 737)
â„–15 დიდუბე (წერეთლის გამზირი მიმდებარე ქუჩებით) – 44 316 (43 378)
â„–16 დიდუბე (დიღმის მასივი, ზაჰესი) – 44 377 (42 889)
â„–17 ნაძალადევი (ცოტნე დადიანის და მიმდებარე ქუჩები, ლოტკინის დასახლება) – 44 976 (44 166)
â„–18 ნაძალადევი (სანზონის დასახლება, მიმდებარე ქუჩები) – 44 902 (43 785)
â„–19 ნაძალადევი (თემქა) – 45 858 (43 563)
â„–20 გლდანი (ავჭალა, სოფელი გლდანი) – 45 727 (44 436)
â„–21 გლდანი (გლდანის მიკრორაიონების უმეტესობა) – 46 513 (44 197)
â„–22 გლდანი (მუხიანი) – 46 652 (44 519)

კახეთი

№23 საგარეჯო - 46 080 (46 071)
№24 გურჯაანი - 53 427 (53 671)
№25 სიღნაღი/დედოფლისწყარო - 52 777 (53 060)
№26 ლაგოდეხი/ყვარლის ნაწილი - 52 301 (52 229)
№27 თელავი/ყვარლის ნაწილი - 51 943 (51 895)
№28 ახმეტა/თელავის მუნიციპალიტეტის ნაწილი - 51 030 (50 659)

ქვემო ქართლი

â„–29 რუსთავი  - 55 251 (54 168)
№30 რუსთავი - 53 440 (52 407)
№31 გარდაბანი - 42 490 (42 395)
№32 თეთრიწყარო/გარდაბნის ნაწილი - 42 332 (42 312)
№33 ბოლნისი - 51 263 (51 267)
№34 წალკა/დმანისი/ბოლნისის კაზრეთი - 48 642 (48 670)
â„–35 მარნეული  - 50 945 (50 825)
â„–36 მარნეული  (ქალაქი, 10 სოფელთან ერთად) – 47 832 (47 395)

მცხეთა-მთიანეთი

â„–37 მცხეთა  - 44 527 (44 483)
№38 დუშეთი/თიანეთი/ყაზბეგი - 42 511 (42 170)

შიდა ქართლი

№39 კასპი/გორის ქვახვრელი - 42 559 (42 479)
â„–40 ქარელი/გორის შინდისი, ვარიანი  - 46 382 (46 468)
№41 ქალაქი გორი/ტინისხიდი, ბერბუკი - 50 395 (49 455)
â„–42 გორის მუნიციპალიტეტი – 49 965 (49 881)
№43 ხაშური - 49 995 (49 908)

სამცხე-ჯავახეთი

№44 ახალციხე/ადიგენი - 50 293 (50 049)
№45 ბორჯომი/ ასპინძა/ახალქალაქის 5 სოფელი - 44 024 (43 912)
№46 ნინოწმინდა/ახალქალაქი - 51 843 (51 652)

იმერეთი

â„–47 ქუთაისი (ბალახვანი) – 53 089 (52 425)
№48 ქუთაისი - 54 064 (53 531)
â„–49 ქუთაისი  - 54 556 (53 735)
№50 ტყიბული/თერჯოლის ნაწილი - 52 428 (52 636)
№51 ხარაგაული/ბაღდათი/ზესტაფონის ნაწილი - 48 165 (48 313)
â„–52 ზესტაფონი  - 50 103 (50 035)
â„–53 საჩხერე  - 43 172 (43 337)
â„–54 ვანი/ხონი  - 49 104 (49 359)
№55 სამტრედია - 47 017 (47 111)
№56 ჭიათურა - 43 786 (43 929)
№57 წყალტუბო - 52 308 (52 231)

რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო და ზემო სვანეთი

№58 ამბროლაური/ ონი/ცაგერი/ლენტეხი/მესტია - 43 650 (43 499)

გურია-სამეგრელო

№59 ოზურგეთი - 50 226 (50 317)
№60 ლანჩხუთი/ჩოხატაური/ოზურგეთის 6 სოფელი - 50 262 (50 389)
№61 ფოთი/ლანჩხუთი 2 სოფელი/ოზურგეთის 2 სოფელი - 52 212 (52 020)
№62 მარტვილი/აბაშა - 50 849 (51 076)
№63 სენაკი/აბაშის 3 სოფელი - 44 295 (44 370)
№64 ხობი/ზუგდიდის 7 სოფელი - 44 946 (44 920)
№65 ქალაქი ზუგდიდი/1 სოფელი - 52 618 (52 388)
№66 ზუგდიდი - 51 895 (51 916)
№67 წალენჯიხა/ჩხოროწყუ - 52 308 (52 473)

აჭარა

â„–68 ბათუმი (პორტი, ციხისძირი, ჩაქვი, მახინჯაური) – 53 062 (52 477)
№69 ბათუმი - 53 035 (52 164)
â„–70 ბათუმი (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, გონიო, კვარიათი) – 52 866 (51 900)
â„–71 ქობულეთი (ბათუმზე მიბმული ხუთი სოფლის გამოკლებით) – 49 319 (49 372)
â„–72 ხელვაჩაური/ქედის 1 სოფელი  - 48 109 (48 325)
№73 ხულო/შუახევი/ქედა - 52 115 (51 853)

Civil.Ge © 2001-2024