ფედერიკა მოგერინი: საჭიროა ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე თავისი პირობა შეასრულოს
Civil Georgia, Tbilisi / 15 Nov.'16 / 12:51

ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ საქართველოში „უაღრესად იმედისმომცემი და ძალიან პოზიტიური“ სიტუაციაა და საჭიროა, რომ ევროკავშირმაც შეასრულოს თავისი პირობა უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ 14 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

თბილისი შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღებას ზაფხულიდან ელის, áƒ—უმცა გარკვეული პროგრესის მიუხედევად, საკითხის გადასაწყვეტად პროცედურები ამ დრომდე არ არის დასრულებული.

„ეს ის საკითხია, რომელიც უკვე განიხილეს მინისტრებმა, და მე თავიდანვე წამოვჭერი ეს საკითხი – ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოსა და უკრაინისთვის – საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე, რომ ახლა ევროკავშირისთვის პრიორიტეტია შეასრულოს დანაპირები, რადგანაც საქართველომ დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი და არსებობს გადაწყვეტილება, რომ პროცესმა წინ წაიწიოს“, - განაცხადა მოგერინიმ პრესკონფერენციაზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეკითხვის პასუხად.

„ყველას მიაჩნია, რომ სიტუაცია საქართველოში უაღრესად იმედისმომცემი, ძალიან პოზიტიურია და არსებობს იმის საჭიროება ევროკავშირის მხრიდან, რომ მან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე თავისი პირობა შეასრულოს“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ „მოუთმენლად ელის“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს ბრიუსელში, რომელიც 1-2 დეკემბერს იგეგმება.

საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დროული გადაწყვეტის მნიშვნელობას ასევე გაესვა ხაზი ევროკავშირის საბჭოს მიერ აღმოსალეთ პარტნიორობის თაობაზე მიღებულ დასკვნებში.

„საბჭო ხაზს უსვამს გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროული დასრულების მნიშვნელობას, რაც საჭიროა ვიზალიბერალიზაციისთვის ორივესთვის  - საქართველოსა და უკრაინისთვის“, - ნათქვამია დასკვნებში.

ამავე დოკუმენტში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო ასევე მიესალმა áƒáƒ¡áƒáƒªáƒ˜áƒ áƒ”ბის ხელშეკრულებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების განხორციელებაში „მიღწეულ პროგრესს“ საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან, რაც „ხელს უწყობს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას ევროკავშირთან“.

საბჭომ ასევე áƒ’ანაცხადა, რომ მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიონობის ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის „განახლებული ძალისხმევისკენ“ მოუწოდა და აღნიშნა ევროკავშირის როლი არსებული ფორმატების ფარგლებში კონფლიქტების გადაწყვეტასა და ნდობის აღდგენის მხარდაჭერაში.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესი, რომელსაც 2017 წლის ნოემბერში ბრიუსელი უმასპინძლებს და სადაც განიხილება პარტიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს, ისევე როგორც პარტნიორებს შორის „თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების“ საკითხები.

მომავალი წლის ბრიუსელის სამიტი მეხუთე იქნება მას შემდეგ, რაც 2009 წლის მაისში ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა დაიწყო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან - უფრო ახლო ურთიერთობების დასამყარებლად.

Civil.Ge © 2001-2024