დონალდ ტუსკი: საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროულად და დადებითად დასრულებას
Civil Georgia, Tbilisi / 2 Dec.'16 / 15:02

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიესალმა საქართველოსა და ევროკავშირის „ძლიერ ურთიერთობებს“ და განაცხადა, რომ საქართველო „იმსახურებს“ ვიზალიბერალიზაციის პროცესის „დროულად და დადებითაც დასრულებას“.

ხუთშაბათს ბრიუსელში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის áƒ§áƒ•áƒ”ლა წევრმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა საჭირო მოთხოვნა და ახლა მხოლოდ ევროკავშირის „შიდა პრობლემაა“ რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვიტოს ე.წ. შეჩერების მექანიზმის საკითხი, რაც საქართველოსთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის ამოქმედებას დაუკავშირდა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის პრეზიდენტ ტუსკს და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი „მის ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დააწესებს“, რაც საქართველოს áƒ›áƒáƒ¥áƒáƒšáƒáƒ¥áƒ”ებს „უშუალოდ ხელშესახებ სარგებელს“ მოუტანს. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიესალმა საქართველოში „ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით“ ჩატარებულ არჩევნებს, როგორც „დემოკრატიის ნამდვილ წარმატებას“ და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადებასთან „მჭიდრო დიალოგის“ გაგრძელებისკენ მოუწოდა, რათა დაგეგმილი რეფორმები „ინკლუზიურად“ განხორციელდეს.

„მე უდიდეს შეფასებას ვაძლევ საქართველოს ამბიციური რეფორმების პროგრამას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებას საქართველოს და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკეთილდღეოდ.  ევროკავშირი მომავალშიც გაგიწევთ დახმარებას ამ პროცესში“, - განაცხადა მან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც მას ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში შეაქვს.

მან ასევე შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის იმ ხელშეკრულების რატიფიცირების გამო, რომელიც საქართველოს ამ რეგიონში ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს და განაცხადა, რომ ამ შეთანხმებას ევროკავშირისთვის „არავითარი სამართლებრივი სტატუსი არ აქვს“.

„ევროკავშირისთვის ნათელია, რომ ეს შეთანხმება არღვევს საერთაშორისო სამართალს, რომელიც მოიცავს საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ხელშეუხებლობას“, - განაცხადა ტუსკმა.

„ჩვენ უპირობოდ ვემხრობით საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩვენი თავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“, - აღნიშნა მან. 

Civil.Ge © 2001-2024