სასამართლომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
Civil Georgia, Tbilisi / 28 Dec.'16 / 18:30

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი მესაზღვრე დამნაშავედ ცნო და  დაუსწრებლად 12–წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ 28 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სასჯელი არის „მსუბუქი“ და განაჩენს „უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით“ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან 19 მაისს მოკლეს.

შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს, სადაც ჩანს მომენტი, როცა გიგა ოთხოზორიას რამდენიმე გასროლის შემდეგ საკონტროლო გასროლით კლავენ.

სეპარატისტული აფხაზეთის სამხედრო სასამართლომ, გავრცელებული ინფორმაციით, áƒ áƒáƒ¨áƒ˜áƒ“ კანჯიოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა. áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს პროკურატურამ მას მკვლელობის ბრალდება 21 მაისს წაუყენა. საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა განაცხადეს 24 ნოემბერს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოთხოზორიას მკვლელობაში აწ უკვე დამნაშავედ ცნობილი áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ი მესაზღვრის ინტერპოლის ძებნილთა სიაში ჩასმას ცდილობს.

Civil.Ge © 2001-2024