სოხუმი: გამშვები პუნქტების დახურვის საკითხი არ გადაიხედება
Civil Georgia, Tbilisi / 11 Mar.'17 / 16:13
სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის - ნაბაკევი–ხურჩისა და მეორე ოტობაია–ორსანტიას დახურვაზე საერთაშორისო რეაქციებს განცხადებებით უპასუხა.    
რამდენიმე ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის áƒ’აერომევროკავშირმანატომამერიკის შეერთებულმა შტატებმაგაერთიანებულმა სამეფომლიტვამ áƒ“ა áƒ˜áƒáƒžáƒáƒœáƒ˜áƒáƒ›áƒ“აგმეს ეს გადაწყვეტილება და ხაზგაზმით აღნიშნეს, რომ ის ადგილობრივების, მათ შორის ბავშვების და იმ პაციენტების თავისუფალ გადაადგილებას შეზღუდავს, რომელთაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.
რეგიონის ხელისუფლებამ საერთაშორისო გამოხმაურების საპასუხოდ სამი განცხადება გამოაქვეყნა.
თავის ბოლო განცხადებაში, აფხაზეთის áƒ“ე ფაქტო áƒ¡áƒáƒ’არეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამშვები პუნქტების დახურვის ჰუმანიტარული შედეგების თაობაზე გაცვეთილი განცხადებების ტირაჟირებას ახდენს.
„აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია გაიმეოროს, რომ აფხაზეთის მთავრობის მიერ მიღებული განცხადება სრულად შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას, პასუხობს მისი ყველა მოქალაქის უსაფრთხოების ინტერესებს და გადახედვას არ ექვემდებარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
დე ფაქტო სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი მოწოდებები გამშვები პუნქტების გახსნის თაობაზე „აზრს მოკლებულია და გაუგებრობის მეტს არაფერს გამოიწვევს“.
„მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მეგობარს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეწყვიტონ იმ საკითხებით სპეკულირება, რომლებიც მხოლოდ აფხაზეთის შიდა საქმეებს ეხება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნატოს პრესსპიკერის ოანა ლუნგესკუს „უსაფუძვლო მოწოდებების“ საპასუხოდ, სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 მარტს განაცხადა, რომ ეს ქმედებები „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია და ნაკარნახევია როგორც გალის მოსახლეობის, ისე აფხაზეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქის უსაფრთხოების საჭიროებებით და არანაირად არ ისახავს მიზნად გალის რაიონის მაცხოვრებლების თავისუფალი გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შექმნას“.  
განცხადების თანახმად, რეგიონის ხელისუფლებამ მას შემდეგ დახურა გამშვები პუნქტები, როდესაც "შეიქმნა ყველა საჭირო პირობა“, მათ შორის შეკეთდა მდინარე ენგურზე, სოფელ ჭუბურხინჯის მახლობლად მდებარე მთავარ გამშვებ პუნქტამდე მისასვლელი გზა.
„ნიშანდობლივია, რომ ამგვარი მოწოდება, რომელიც უფრო მოთხოვნას წააგავს, სწორედ ნატოს წარმომადგენლისგან გაისმა. როგორც ჩანს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გადაწყვიტეს, რომ აფხაზეთზე ღია ზეწოლაზე გადავიდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ეხმაურება ნატოს მოწოდებას გამშვები პუნქტების დახურვის გადაწყვეტილების გადახედვისკენ.
მანამდე 28 თებერვალს დე ფაქტო სოხუმის  áƒáƒ¤áƒ˜áƒªáƒ˜áƒáƒšáƒ£áƒ áƒ›áƒ პირებმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერის განცხადებაზე გააკეთეს კომენტარი და აღნიშნეს, რომ ევროკავშირის შეშფოთება თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით „ძალიან ცინიკურად გამოიყურება“ იმ დამოკიდებულების გათვალისწინებით, რომელიც „ევროპულ ინსტიტუტებს აფხაზეთის პრობლემების მიმართ აქვთ“.
დე ფაქტო სამინისტრომ დააკონკრეტა, რომ ის წერილი, რომელიც 2016 წლის დეკემბერში ფედერიკა მოგერინის გაეგზავნა, სადაც ისინი აფხაზური პასპორტების სამოგზაურო დოკუმენტებად აღიარების შესაძლებლობის გარკვევას ითხოვდნენ, ყურადღების გარეშე დარჩა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების 28 დეკემბრის გადაწყვეტილებამ გამშვები პუნქტების დახურვის თაობაზე თავად რეგიონშიც გამოიწვია უკმაყოფილება.  
გალის რაიონის ნაბაკევისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ, რომელიც  áƒ–უგდიდის რაიონის ახლომდებარე სოფლებშიმოსახვედრად სასწავლებლად, სამედიცინო მომსახურებისა და კომერციული საქმიანობისთვის ნაბაკევი–ხურჩას გამშვებ პუნქტს იყენებდა, 25 იანვარს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.  
 

Civil.Ge © 2001-2024