უკრაინა გმობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არჩევნებს
Civil Georgia, Tbilisi / 24 Mar.'17 / 18:28
უკრაინა კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციასა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს შორის ახალ შეთანხმებას თავდაცვის სფეროში, ასევე „საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს“ და „ე.წ. რეფერენდუმს ცხინვალის რეგიონის სახელის გადარქმევაზე“, განაცხადა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში იგორ პროკოპჩუკმა 23 მარტს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრაზე.

„უკრაინა ასეთ ქმედებებს მიიჩნევს რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის კიდევ ერთ დემონსტრირებად და საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობად“, - განაცხადა პროკოპჩუკმა.
„უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - განაცხადა პროკოპჩუკმა.

12 მარტს სეპარატისტულ აფხაზეთში 35-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად არჩევნები áƒ’აიმართა. 

სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებული არჩევნები áƒ—ბილისმა áƒ“ა საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, áƒžáƒáƒšáƒáƒœáƒ”თმანატომკანადამესტონეთმალიტვამფინეთმა, ავსტრალიამ áƒ“ა áƒáƒ–ერბაიჯანმა áƒ“აგმეს და მას არალეგიტიმური უწოდეს. 

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლები 9 აპრილს რეგიონის ახალ ლიდერს áƒáƒ˜áƒ áƒ©áƒ”ვენ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ცხინვალში ასევე დაგეგმილია ე.წ. áƒ áƒ”ფერენდუმის ჩატარება áƒ áƒ”გიონის სახელწოდების შეცვლის მიზნით, რომ მას ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია“. 

სამხრეთ ოსეთის არჩევნები უკვე დაგმეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და პოლონეთმა.

Civil.Ge © 2001-2024