ევროპულმა საქართველომ პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გამართა
Civil Georgia, Tbilisi / 27 May.'17 / 19:46

პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ 27 მაისს áƒ¡áƒžáƒáƒ áƒ¢áƒ˜áƒ¡ სასახლეში áƒ“ამფუძნებელი ყრილობა გამართა, სადაც გენერალურ მდივნად გიგი უგულავა აირჩიეს. 

ყრილობის 500-მდე დელეგატმა პარტიის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძე, ხოლო პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელად გიგა ბოკერია აირჩია.

„ვხედავ და ვგრძნობ, იწყება ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, იწყება ახალი შრომა, იწყება ახალი ბრძოლა და პირობას გაძლევთ ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ბოლომდე ვიდგები და ბოლომდე დავიხარჯები. დღეს ჩვენი ერთად დგომა არის ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ისევ იბადება და ძლიერდება ენერგიული, კომპეტენტური ძალა. ძალა, რომელსაც აქვს ზუსტი ხედვა რა სჭირდება ჩვენ ქვეყანას განვითარებისთვის და წინსვლისთვის. ეს ძალა თქვენ ხართ - მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო", - განაცხადა გიგი უგულავამ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, პარტიაში გაწევრიანებული პირები იყვნენ და რჩებიან 2003 წელს საქართველოში „ვარდების რევოლუციის ღირებულებების და პრინციპების ერთგული“.

პარტიის გენერალურმა მდივანმა მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების გზით შეცვლიან მთავრობას.

„პირველ ნაბიჯად ამ შემოდგომაზევე დავასრულებთ ოცნების ერთპარტიულ მონოპოლიას საქართველოში და შემდგომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ მშვიდობიანად გავისტუმრებთ მმართველობიდან საქართველოს მთავარ მუხრუჭს, ივანიშვილის მთავრობას. მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა. ეს გარდაუვალია", - განაცხადა უგულავამ.

ყრილობაზე სიტყვით áƒ’ამოვიდა áƒžáƒáƒšáƒ˜áƒ¢áƒ¡áƒáƒ‘ჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია: „თქვენ ხართ ის გუნდი, ვისი იმედიც შეუძლია ჰქონდეს საქართველოს. თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც არასოდეს არ დათმობს ჩვენს არჩევანს, რომ ვიყოთ თავისუფალ ერთა ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რომელიც არასოდეს არ დათმობს ჩვენ ევროპულ არჩევანს - ევროპულ საქართველოს, თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც არასოდეს შეეგუება, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, დღევანდელი რუსეთის ჭაობში". 

გიგა ბოკერიამ მომავალ გეგმებზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ „დემოკრატიული გზით“ შეცვლიან ხელისუფლებას.

„ყველაზე კარგი მთავრობაც კი საშიშია თუ ის ხალხს და კონსტიტუციას არ ემორჩილება“, - განაცხადა ბოკერიამ.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სჭირდება ის ახალი ძალა, რომელიც ორიენტირებული იქნება გამთლიანებაზე და არა გაყოფაზე. შერიგებაზე და არა მტრობაზე, შენებაზე და არა ნგრევაზე. ხალხის კეთილდღეობაზე და არა ერთმანეთთან ქიშპობაზე, სწორედ ეს იქნება ჩვენი პარტიის მთავარი მამოძრავებელი ღერძი - გამთლიანება, შერიგება, შენება და ხალხის კეთილდღეობა“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

ყრილობაზე პარტიის წევრებმა თბილისი მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია დაასახელეს.

„დღეს მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ვიბრძოლო ქალაქის მერობისთვის ... ყველაზე მთავარი არის ის, რომ ქალაქის მერი ემსახურებოდეს მოსახლეობას, ანგარიშვალდებული იყოს მოსახლეობის და არა ერთი ჯგუფის, პარტიის ან თუნდაც ერთი ადამიანის წინაშე", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღესვე ყრილობაზე 90 წევრისგან შემდგარი პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც დაასახელეს.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 2017 წლის იანვარში გამოეყო, ხოლო მაისის ბოლოს პარტიამ დამფუძნებელი ყრილობა დააანონსა.

Civil.Ge © 2001-2024