უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
Civil Georgia, Tbilisi / 14 Jul.'17 / 15:47

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 17 ივლისს პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს áƒ˜áƒ áƒáƒ™áƒšáƒ˜ კობახიძეს შეხვდება. 

უკრაინის პრეზიდენტი ასევე მიიღებს მონაწილეობას საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმში.

19 ივლისს პეტრო პოროშენკო აჭარაში გაემგზავრება, სადაც მთავრობის მეთაურთან, áƒ–ურაბ პატარაძესთან გამართავს მოლაპარაკებებს.

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე სოფელ ხურვალეთსაც ესტუმრება. 

Civil.Ge © 2001-2024