ევროკავშირის წარმომადგენლობა აფხაზეთში პუტინის ვიზიტის შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 9 Aug.'17 / 16:30

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე განახორციელა, „არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას“, - áƒœáƒáƒ—ქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 9 აგვისტოს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტი áƒáƒ™áƒ£áƒžáƒ˜áƒ áƒ”ბული აფხაზეთის ლიდერს, რაულ ხაჯიმბას, 8 აგვისტოს, ბიჭვინთაში შეხვდა და მოსკოვსა და სოხუმს შორის თავდაცვის, პოლიციის, ეკონომიკის და ჯანდაცვის სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილა.

შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტიდან ერთი კვირის თავზე გაიმართა.

„ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - დასძინა ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

Civil.Ge © 2001-2024