21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის 23 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 225 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა. 1. „ახალი მემარჯვენეები“, საარჩევნო ნომერი - 29; 2. მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“, საარჩევნო ნომერი - 34; 3. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“, საარჩევნო ნომერი - 14; 4. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, საარჩევნო ნომერი - 41, თბილისის მერობის კანდიდატი - კახა კალაძე; 5. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, საარჩევნო ნომერი - 1; 6. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, საარჩევნო ნომერი - 8, თბილისის მერობის კანდიდატი - ირმა ინაშვილი; 7. „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, საარჩევნო ნომერი - 10, თბილისის მერობის კანდიდატი - გიორგი გუგავა; 8. „ტრადიციონალისტები“, საარჩევნო ნომერი - 18; 9. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი - 4; 10. „ზვიადის გზა უფლის სახელით [სამართლიანობის აღდგენის კავშირი; მეანაბრეთა ასოციაცია; იპოთეკით დაზარალებულთა დარბაზი; ალტერნატიული პირადობის დაშვების ლიგა; უფალია ჩვენი სიმართლე]“, საარჩევნო ნომერი - 28; 11. პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, საარჩევნო ნომერი - 31; 12. „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“, საარჩევნო ნომერი - 13; 13. „სოციალისტური საქართველო - კომუნისტები“, 14. „მშრომელთა სოციალისტური პარტია“, საარჩევნო ნომერი - 15; 15. „საქართველო“, საარჩევნო ნომერი - 17; 16. „მერაბ კოსტავას საზოგადოება“, საარჩევნო ნომერი - 22; 17. „რესპუბლიკური პარტია“, საარჩევნო ნომერი - 6; 18. „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი - 39; 19. „შენების მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი - 20, თბილისის მერობის კანდიდატი - თენგიზ შერგელაშვილი; 20. „მემარცხენე ალიანსი“, საარჩევნო ნომერი - 9; 21. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, საარჩევნო ნომერი - 23; 22. „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, 23. „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი - 11;
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დარეგისტრირებული საარჩევნო ბლოკების სია შემდეგნაირია: 1. ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“, ბლოკში შემავალი პარტიები: „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“; საარჩევნო ნომერი - 2, თბილისის მერობის კანდიდატი - ელენე ხოშტარია; 2. ბლოკი „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო“, ბლოკში შემავალი პარტიები: „ახალი საქართველო - პოლიტიკური პლატფორმა“ და „ევროპელი დემოკრატები“; საარჩევნო ნომერი - 27, თბილისის მერობის კანდიდატი - გიორგი ვაშაძე; 3. ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბლოკში შემავალი პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)“, საარჩევნო ნომერი - 5, თბილისის მერობის კანდიდატი - ზაალ უდუმაშვილი; 4. ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“, ბლოკში შემავალი პარტიები: „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ და „თავისუფალი საქართველო“; საარჩევნო ნომერი - 3, თბილისის მერობის კანდიდატი - კახა კუკავა; 5. ბლოკი „სახალხო-ხალხის ერთსულოვნება“, ბლოკში შემავალი პარტიები: „ხალხის პარტია“ და „სახალხო პარტია“; საარჩევნო ნომერი - 38.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 225 საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობს. კანონმდებლობით, საინიციატივო ჯგუფებს მხოლოდ მერობისა და საკრებულო წევრობის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ. ერთ ჯგუფს მხოლოდ ერთი კანდიდატის დასახელება შეუძლია. |
|||
Civil.Ge © 2001-2025