საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ოთხი ფრაქცია კონსტიტუციას მხარდაჭერას უცხადებს
Civil Georgia, Tbilisi / 26 Sep.'17 / 14:10

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ოთხი ფრაქციამ, მათ შორის სოციალ-დემოკრატებმა, კონსერვატიულმა პარტიამ, მწვანეთა პარტიამ და მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ, 25 სექტემბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ახალ კონსტიტუციას მხარს უჭერენ და ოპოზიციურ პარტიებსა და პრეზიდენტს „კონსტიტუციური პროცესის დაზიანების“ გამო აკრიტიკებენ.

„საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში, გარდა „ქართული ოცნებისა“, ფრაქციების სახით წარმოდგენილია ოთხი პოლიტიკური სუბიექტი, რომლებსაც ცნობადობაც, ისტორიაც, რეიტინგიც, რეპუტაციაც და პარტიის წევრთა რაოდენობაც კი გაცილებით დიდი აქვთ, ვიდრე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური პროცესის დასაზიანებლად შემოკრებილი პარტიების უდიდეს უმრავლესობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„შესაბამისად, უპასუხისმგებლო და ტყუილია ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს ახალი კონსტიტუცია მიიღება მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით“, - აცხადებენ პარტიები პრეზიდენტ მარგველაშვილის და ოპოზიციური პარტიების საპასუხოდ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს მხოლოდ მმართველი პარტია უძღვება.

„საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქციების სახით წარმოდგენილი პარტიები, აბსოლუტურად თანაბრად ვიზიარებთ ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას და მოხარულები ვართ, რომ თითქმის ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, შევქმენით ისეთი კონსტიტუციური პროექტი, რომელიც უპრეცედენტო საყოველთაო-სახალხო განხილვებისას მხარდაჭერილია საზოგადოების მიერ, დადებითად აფასებს ვენეციის კომისია და უდავოა, რომ ამ კონსტიტუციური რეფორმით ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიულ განვითარება იქნება უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ქართული ოცნების 116-წევრიანი საპარლამენტო უმრავლესობა ექვსი ფრაქციისგან შედგება, მათ შორისაა ოთხი ზემოთხსენებული პარტიის ექვსწევრიანი ფრაქციები.  

სოციალ-დემოკრატები (სამი დეპუტატი), კონსერვატიული პარტია (ოთხი დეპუტატი) და მწვანეები (ერთი დეპუტატი) პარლამენტში ქართული ოცნების სახელით 2016 წელს შევიდნენ. áƒ›áƒ áƒ”წველობა გადაარჩენს საქართველომ კი, საპარლამენტო მანდატი მისი კანდიდატის áƒ¡áƒ˜áƒ›áƒáƒœ ნოზაძის áƒ®áƒáƒ¨áƒ£áƒ áƒ˜áƒ¡ ერთმანდატიან ოლქში გამარჯვების შედეგად მოიპოვა (ნოზაძე უმრავლესობას არჩევნებიდან მალევე შეუერთდა).  

ოთხმა პარტიამ საკუთარი ფრაქციები მას შემდეგ ჩამოაყალიბა, რაც მათი რიგები პარლამენტის უმსხვილესი ფრაქციის, ქართული ოცნების, áƒ“ეპუტატებით შეივსო. მეექვსე ფრაქცია - ქართული ოცნება რეგიონული განვითარებისთვის - მმართველი პარტიის 6 მაჟორიტარი დეპუტატისგან შედგება.

საპარლამენტო ფრაქცია არის სულ ცოტა 6 დეპუტატისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც თავის წევრებს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს, მათ შორის ადგილს და ხმის უფლებას საპარლამენტო ბიუროზე, გარანტირებულ ადგილებს საპარლამენტო კომიტეტებში, საგამოძიებო და სხვა სპეციალურ კომისიებში და საპარლამენტო დელეგაციებში, ასევე მეტი დროის გამოყოფას საპარლამენტო დებატების და განხილვების დროს.

Civil.Ge © 2001-2021