არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №4
Civil Georgia, Tbilisi / 3 Oct.'17 / 15:14

2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს პირდაპირი წესით აირჩევენ. 

არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, Civil.ge გთავაზობთ ყოველკვირეულ მიმოხილვას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის, მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების, საარჩევნო პროცედურებისა და საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

მიმოხილვის áƒ›áƒ”ოთხე გამოცემაში 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს გაგაცნობთ
.

ბრძოლა თბილისის მერობისთვის - ცესკომ დედაქალაქის მერის არჩევნებზე 14 კანდიდატი დაარეგისტრირა:

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი. 26 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, თბილისის მერობისათვის 14 კანდიდატი იბრძოლებს:

1. áƒ”ლენე ხოშტარია, საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“, საარჩევნო ნომერი - 2;
2. áƒ™áƒáƒ®áƒ კუკავა,  საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“, საარჩევნო ნომერი - 3;
3. áƒ–აალ უდუმაშვილი, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი - 5;
4. áƒ˜áƒ áƒ›áƒ ინაშვილი,  „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, საარჩევნო ნომერი - 8;
5. áƒ’იორგი გუგავა,  „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, საარჩევნო ნომერი - 10;
6. áƒ“ავით შუკაკიძე,  „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი - 11;
7. áƒ’იორგი ლილუაშვილი, „საქართველო“, საარჩევნო ნომერი - 17;
8. áƒœáƒ˜áƒ™áƒáƒšáƒáƒ– სანებლიძე,  „ტრადიციონალისტები“,  საარჩევნო ნომერი - 18;
9. áƒ—ენგიზ შერგელაშვილი, „შენების მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი - 20;
10. áƒ’რიგოლ ჯოჯუა,  „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, საარჩევნო ნომერი - 23;
11. áƒ’იორგი ვაშაძე,  საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“, საარჩევნო ნომერი - 27;
12. áƒšáƒáƒ¨áƒ სტურუა,  „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი - 39;
13. áƒ™áƒáƒ®áƒ კალაძე,  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, საარჩევნო ნომერი - 41;
14. áƒáƒšáƒ”ქსანდრე ელისაშვილი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი, საარჩევნო ნომერი - 42;

საარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია - კახა კალაძემ და ალეკო ელისაშვილმა სოციალური პროგრამები წარმოადგინეს, გიორგი ვაშაძემ „სამოქმედო გეგმა - წარმატების ფორმულა“ გამოაქვეყნა, კახა კუკავამ საარჩევნო პრიორიტეტებზე ისაუბრა:

  • გასულ კვირას, თბილისის მერობის კანდიდატებმა, ქართული ოცნების მიერ წარდგენილმა კახა კალაძემ და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა ალეკო ელისაშვილმა ამომრჩევლებს სოციალური პროგრამები გააცნეს. 25 სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე, კალაძემ კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებში უკანონოდ მცხოვრებ პირთა პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა „მუნიციპალური საბინაო ფონდის“ კონცეფციის შექმნა. კალაძე ასევე მერიის სოციალური პროგრამების დახვეწას და ჯანდაცვის პროგრამების განვითარებას გეგმავს. 
     
  • თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, სოციალურად დაუცველ ამომრჩეველს საარსებო შემწეობის გაზრდას ჰპირდება. მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველებისათვის დამატებით 40 ლარი გამოიყოფა და ამით ყოველთვიური საარსებო შემწეობა 100 ლარამდე გაიზრდება.
     
  • საარჩევნო ბლოკ „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ „სამოქმედო გეგმა - წარმატების ფორმულა“ გამოაქვეყნა. ვაშაძე თბილისის მერიის ბიუროკრატიული ხარჯების 80%-ით შემცირებას, რაიონული გამგეობების ნაცვლად მუნიციპალური იუსტიციის სახლების გახსნას, ასევე ინოვაციური პროექტების განხორციელებას გეგმავს. 
     
  • ბლოკმა „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ, პრიორიტეტებს შორის სოციალური პროგრამები,  ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და თბილისის ისტორიული იერ-სახის შენარჩუნება დაასახელა.

კანდიდატთა წარდგენა - მმართველმა პარტიამ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მერობის კანდიდატები წარადგინა:

გასულ კვირას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ქართული ოცნების მერობის კანდიდატების წარადგინა. „ეს ადამიანები მზად არიან, 24 საათის განმავლობაში, თითოეული თქვენგანის პრობლემის მოგვარებისთვის იმუშაონ; არ დაიშურონ ძალა - გამოიყენონ თავიანთი გამოცდილება იმისთვის, რომ როდესაც სამი წლის თავზე აქ შევხვდებით, ყველანი პირნათელი ვიყოთ თქვენ წინაშე. სწორედ ამიტომ, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და მხარი დავუჭიროთ ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა 28 სექტემბერს, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ახალციხეში. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, თბილისის მერობის კანდიდატთა ყურადღების ცენტრში -  ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ივანიშვილთან დაკავშირებული „პანორამა თბილისისთვის“ მიწის ნაკვეთების გადაცემის მცდელობას აპროტესტებენ, ქართული ოცნება კი - ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მეხუთე წლისთავს ზეიმობს:

  • ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს პროტესტის ფონზე წარიმართა თბილისის საკრებულოს 29 სექტემბრის სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოეხსნა იმ მიწის ნაკვეთებს, რომელთა შეძენის სურვილი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ დეველოპერულ პროექტში - „პანორამა თბილისში“ მონაწილე კომპანიებმა გამოთქვეს. ოპოზიციური პარტიების პროტესტის მიზეზი გახდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთების გასხვისება სიმბოლურ ფასად იგეგმება. პოლიციის მიერ საკრებულო სხდომათა დარბაზიდან გაძევებულმა ოპოზიციონერებმა საპროტესო აქციების გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს. ევროპულმა საქართველომ აქცია 1 ოქტომბერს პუშკინის სკვერში გამართა. ნაციონალური მოძრაობამ კი მხარდამჭერთა მიტინგი თბილისის მერიასთან 2 ოქტომბრისთვის დაგეგმა. ივანიშვილთან დაკავშირებული დეველოპერული პროექტისათვის მიწის ნაკვეთების გადაცემის გამო პროტესტის ნიშნად, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა და თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, საკრებულოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
     
  • 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების მეხუთე წლისთავს დაემთხვა მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლის პრეზენტაცია, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართა. კლიპის პრეზენტაციამდე, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, მხარდამჭერებს მიმართა და „სისხლიან რეჟიმზე“ გამარჯვების დღე მიულოცა. „ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანდა სრულიად საქართველო; გაერთიანდა იმ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც წინა ხელისუფლება წარმოადგენდა“, - განაცხადა კალაძემ. „დღეს არის გამარჯვების დღე - პირველი ოქტომბერი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანებმა გაიმარჯვეს. დღეს ჩვენ ისევ ერთად ვართ და ერთად ვამბობთ, რომ ადამიანის ღირსებაზე, მის ბედნიერებაზე გადის გამარჯვება, სახელმწიფოს პერსპექტივა და ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართული ოცნების საარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე.

არჩევნების მონიტორინგი და აღმოჩენილი დარღვევები - áƒáƒ áƒáƒ¡áƒáƒ›áƒ—ავრობოები კალაძეს ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად თბილისში გამართულ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის გამო აკრიტიკებენ; საარჩევნო ადმინისტრაციამ უკანონო საარჩევნო აგიტაციისთვის რამდენიმე პირი დააჯარიმა; ISFED-მა მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა:

  • არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გააკრიტიკეს ყოფილი ფეხბურთელის და ქართული ოცნების თბილისის მერობის მოქმედი კანდიდატის, კახა კალაძის მონაწილეობა ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო მატჩში, რომელიც 29 სექტემბერს თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა. არასამთავრობოებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ მატჩი, რომელშიც, კალაძესთან ერთად, მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ცნობილ ფეხბურთელებმა მიიღეს, მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლო აგიტაციისთვის იქნებოდა გამოყენებული, უცხოეთის მოქალაქეებს კი საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით მატჩი წარმატებით ჩატარდა და ბილეთების გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ 300 ათას ლარს გადააჭარბა. ორგანიზატორების გეგმით, ეს თანხა  ხანძრის შედეგად განადგურებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება
     
  • საარჩევნო ადმინისტრაციამ უკანონო საარჩევნო აგიტაციისათვის რამდენიმე პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულ პირებს შორის მოხვდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელმაც სკოლაში მოსწავლეებთან ერთად გადაიღო ფოტოსურათი, რა დროსაც საკლასო მერხებზე განთავსებული იყო ქართული ოცნების პარტიული დროშები. აღნიშნული ფოტო პედაგოგმა ფეისბუქზე განათავსა. 
     
  • 29 სექტემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2017 წლის 5-დან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
    ანგარიშში, სხვადასხვა დარღვევებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებზე, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიების მოხელეთა ოჯახის წევრები საარჩევნო კამპანიას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის კანდიდატის სტატუსით აწარმოებენ. ანგარიშის თანახმად, ასევე გამოვლინა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის - 13, ძალადობრივი ქმედების - 2, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის - 4, აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის - 9, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 3, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის - 1 და სააგიტაციო მასალების დაზიანების 4 შემთხვევა.

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა - ცესკომ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს:

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და 31-მა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, მათ შორის, სამართლიანმა არჩევნებმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,  27 სექტემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ ქცევის კოდექსს. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.

Civil.Ge © 2001-2024