საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ–სექტემბერში
Civil Georgia, Tbilisi / 19 Oct.'17 / 14:06


საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები 2012-2017 წწ. იანვარ-სექტემბერში (მლნ. აშშ დოლარი), წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2017 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 12%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 7.56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის მოცულობა 28.3%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.94 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; იმპორტის მოცულობა 7.4%–ით გაიზარდა და 5.62 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 5.6%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2.06 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ექსპორტმა ევროკავშირში 462 მილიონი აშშ შეადგინა, რაც 18.9%–ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი ევროკავშირიდან 2.3%–ით გაიზარდა და 1.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

დსთ–სთან ვაჭრობა 2017 წლის ცხრა თვეში 31.2%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2.42 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 59%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 784.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი დსთ–ს ქვეყნებიდან 21%–ით გაიზარდა და 1.64 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ევროკავშირის ქვეყნების წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 27.3% შეადგინა; 23.8% - ექსპორტში და 28.5% - იმპორტში (გასულ წელს ამ მაჩვენებლებმა 29%, 25.76% და 29.9%შეადგინა, შესაბამისად).


ქვეყნების ჯგუფების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში, 2017 წლის იავარი-სექტემბერი. წყარო: საქსტატი

დსთ-ის ქვეყნების წილმა 32.1% შეადგინა; 40.5% - ექსპორტში და 29.2% - იმპორტში (გასულ წელს 27.4%, 32.7% და 25.9% შესაბამისად).

2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს უმსხვილეს პარტნიორად 1.11 მილიარდ აშშ დოლარიანი ბრუნვით; შემდეგ მოდიან რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი 806 მილიონი, 640 მილიონი და 567 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ უკრაინასთან 387 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის სომხეთი - 361 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია - 346 მილიონი აშშ დოლარი; აშშ - 294 მილიონი აშშ დოლარი; ბულგარეთი - 248 მილიონი აშშ დოლარი; იტალია - 204 მილიონი აშშ დოლარი.

ექსპორტის კუთხით, რუსეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სიის სათავეშია 273 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი, თურქეთი და ჩინეთი 167 მილიონი, 165 მილიონი და 160 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად. იმპორტის კუთხით, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი  ლიდერობენ 952 მლნ, 532 მლნ, 480 მლნ და 399 მლნ აშშ დოლარით, შესაბამისად. 

2017 წლის ცხრა თვეში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო 309 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16%); შემდეგ მოდის ფეროშენადნობები – 237 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 12.2%); ავტომობილების რეექსპორტი – 149 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 7.7%); ღვინო – 116 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 6%); სამკურნალო საშუალებები – 99 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 5.1%); არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები – 80 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4.2%); მინერალური წყლები – 67.7 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.5%); აზოტოვანი სასუქები - 55 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.9%); ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული – 53 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.8%); თხილი – 50 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.6%); დანარჩენი საქონელი - 720 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 37.1%). 

2017 წლის იანვარ-სექტემბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები საქართველოს საიმპორტო სიის სათავეშია 487 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 338 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 258 მლნ აშშ დოლარი; მედიკამენტები – 246 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - 227 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 145 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 74 მლნ აშშ დოლარი; გამომთვლელი მანქანები - 61 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი - 59 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები - 53 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი - 3.6 მილიარდი აშშ დოლარი.

Civil.Ge © 2001-2024