ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა
Civil Georgia, Tbilisi / 10 Nov.'17 / 18:26

ქართული ეროვნული ვალუტა, ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. 
    
ლარმა 10 ნოემბერს აშშ დოლართან მიმართებაში 2.6370 შეადგინა; წინა დღეს მისი გაცვლითი კურსი 2.6272 იყო.

ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში და 3.0608 შეადგინა. გუშინ ლარის გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებაში 3.0468 იყო.   

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის 22 დეკემბერს რეკორდულ მაჩვენებლამდე - 2.7846 დაეცა აშშ დოლართან მიმართებაში. 2017 წლის თითქმის მთელი იანვრის განმავლობაში მან გაუფასურება განაგრძო, ხოლო თებერვლიდან გამყარება დაიწყო.

ლარი შედარებით სტაბილური იყო დაახლოებით ხუთი თვის მანძილზე, სექტემბრამდე და მისი გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.39-2.44 იყო, რაც 40%-იანი გაუფასურებაა 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო. თუმცა სექტემბრიდან ეროვნულმა ვალუტამ კვლავ დაიწყო გაუფასურება და ოქტომბრის ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცა.

Civil.Ge © 2001-2024