თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას ერთი პირი დააკავეს
Civil Georgia, Tbilisi / 22 Nov.'17 / 13:47


ანტი-ტერორისტული ოპერაციის ტერიტორია, 22 ნოემბერი, 2017. ფოტო: კადრი პირველი არხის ვიდეომასალიდან

თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე áƒ›áƒ˜áƒ›áƒ“ინარე მასშტაბური სპეცოპერაციის მსვლელობისას ერთი პირი იქნა დაკავებული, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 22 ნოემბერს.

ამავე ინფორმაცით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია.

„წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მათი რაოდენობის და წარმომავლობის შესახებ დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ოპერაციის საწყის ეტაპზე, აწარმოებდა მოლაპარაკებებს მათთან სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა“ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს და ხელყუმბარები ისროლეს.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის სრული იდენტიფიკაცია. მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია სუსის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან.  


სპეცდანიშნულების რაზმი ანტი-ტერორისტული ოპერაციის ტერიტორიაზე, 22 ნოემბერი, 2017. ფოტო: კადრი პირველი არხის ვიდეომასალიდან

პირველი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ღამის 00:01 საათზე გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ კონტრტერორისტული დეპარტამენტი სპეციალურ ოპერაციას ატარებდა დაუდგენელი რაოდენობის პირთა დასაკავებლად, რომელთაც სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. 

თვითმხილველთა განცხადებით, სროლის და აფეთქების ხმა 22 ნოემბერს დილით გაძლიერდა.

სპეცოპერაციის ადგილი უსაფრთხოების თანამშრომლებს áƒáƒ¥áƒ•áƒ— ბლოკირებული; გარცელებულ კადრებზე ჩანს, რომ ადგილზე რამდენიმე ჯავშანმანქანა და სპეცრაზმი áƒ’ანთავსდა.

Civil.Ge © 2001-2024