სუსი: სამი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია
Civil Georgia, Tbilisi / 22 Nov.'17 / 19:30

თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის შედეგად სამი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებული, ხოლო ერთი დაკავებულია, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 19:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე.

„სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. ამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი“, - ნათქვამია სუსის განცხადებაში. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ, თუმცა მათი ვინაობის დასახელებისგან და სხვა დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ ეჭვმიტანილთა áƒ›áƒ˜áƒ›áƒáƒ áƒ—ებაში დაკვირვება ბოლო áƒ áƒáƒ›áƒ“ენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა.

"საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით", - განაცხადა სუსმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დასძინა, რომ დეტალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.  

Civil.Ge © 2001-2024