ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
Civil Georgia, Tbilisi / 12 Dec.'17 / 16:29

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი áƒ›áƒáƒ áƒ’ველაშვილმა ორი ახალი ელჩი დანიშნა.

ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძე áƒ“აინიშნა, რომელიც 2016 წლის ნოემბრიდან ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებს. გერმანიაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას კი - áƒ”ლგუჯა ხოკრიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამავე საელჩოში უფროსი მრჩევლის პოზიციაზე მუშაობს.

ვიქტორ დოლიძე კარიერული დიპლომატია. áƒ¡áƒáƒ’არეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2005-2009 წლებში იგი იყო საქართველოს ელჩი áƒáƒ•áƒ¡áƒ¢áƒ áƒ˜áƒ˜áƒ¡áƒ და უნგრეთის რესპუბლიკებში, და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ.  2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ახალ თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძე ჩაანაცვლებს შალვა ცისკარაშვილს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2018 წლის 1 იანვარს ეწურება

ელგუჯა ხოკრიშვილს გერმანიაში აკადემიური საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 2002-2008 წლებში იგი პოტსდამის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. სხვადასხვა დროს საქმიანობდა როგორც ექსპერტი და პროექტის ხელმძღვანელი გერმანიის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებში. 2014-2015 წლებში იყო საქართველოს მთავრობის წევრი, ეკავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, შემდეგ კი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობა.

ელჩის თანამდებობაზე ეგლუჯა ხოკრიშვილი ჩაანაცვლებს ლადო ჭანტურიას, რომელიც 2018 წლის იანვრიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან არჩეული მოსამართლის თანამდებობას დაიკავებს. ლადო ჭანტურია გერმანიაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას 2014 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა

ვიქტორ დოლიძისა და ელგუჯა ხოკრიშვილის კანდიდატურები პრეზიდენტს დასამტკიცებლად პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა დღეს წარუდგინა.

დღესვე, ახლად დანიშნული ელჩები áƒ›áƒáƒ áƒ’ველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Civil.Ge © 2001-2024