საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
Civil Georgia, Tbilisi / 13 Dec.'17 / 12:18


საგარეო ვაჭრობის ტენდენციები საქართველოში, 2012-2017 იანვარი-ნოემბერი (მლნ. აშშ დოლარი). წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ 13 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2017 წლის იანვარი-ნოემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 12.9%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 9.56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2017 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტის მოცულობა 27%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2.43 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; იმპორტის მოცულობა 8.8%–ით გაიზარდა და 7.12 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიში პერიოდის საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს. 

Civil.Ge © 2001-2024