ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
Civil Georgia, Tbilisi / 15 Dec.'17 / 18:06

ქართული ეროვნული ვალუტა, ლარი 15 დეკემბერს ევროსთან მიმართებაში გამყარდა და 3.0256 შეადგინა მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ ის რეკორდულ მაჩვენებლამდე, 3.2440-მდე დაეცა 28 ნოემბერს.  

ლარი ასევე გამყარდა აშშ დოლართან მიმართებაში და 2.5597 შეადგინა. ნოემბრის მეორე ნახევარში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.70-2.72-ის ფარგლებში მერყეობდა.

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის 22 დეკემბერს რეკორდულ მაჩვენებლამდე - 2.7846 დაეცა აშშ დოლართან მიმართებაში. 2017 წლის თითქმის მთელი იანვრის განმავლობაში მან გაუფასურება განაგრძო, ხოლო თებერვლიდან გამყარება დაიწყო.

ლარი შედარებით სტაბილური იყო დაახლოებით ხუთი თვის მანძილზე, სექტემბრამდე და მისი გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.39-2.44 იყო, რაც 40%-იანი გაუფასურებაა 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო. თუმცა სექტემბრიდან ეროვნულმა ვალუტამ კვლავ დაიწყო გაუფასურება და ოქტომბრის ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცა. 18 ნოემბერს კი მან წლის მეორე ნახევრის ყველაზე დაბალ ნიშნულს, 2.7268-ს მიაღწია. 

Civil.Ge © 2001-2024