2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
Civil Georgia, Tbilisi / 18 Dec.'17 / 12:37

2018 წლის აპრილში, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. კენჭისყრის ზუსტ თარიღს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე გამოაცხადებს. 

სადეპუტატო მანდატი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც 16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი, გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ლილუაშვილი, რომელიც აღნიშნულ მაჟორიტარულ ოლქში მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ წარადგინა, დეპუტატის უფლებამოსილებას 2016 წლის áƒœáƒáƒ”მბრიდან ახორციელებდა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
 
საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატებისთვის განკუთვნილია 73 ადგილი, რომელთა დასაკავებლადაც კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. დანარჩენი 77 მანდატი კი - პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ დეპუტატებზე ნაწილდება.

ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა. მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს - მაჟორიტარული და პროპორციული სისტემებით, 2024 წლიდან კი - áƒ›áƒ®áƒáƒšáƒáƒ“ პროპორციული სისტემით áƒ’აიმართება.

Civil.Ge © 2001-2024