საქართველო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში
Civil Georgia, Tbilisi / 19 Dec.'17 / 15:56

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც 18 დეკემბერს გამოქვეყნდა, 2008 წელს საქართველოში შეჭრას ასახელებს მოსკოვის იმ აგრესიულ ქმედებებს შორის, რომელსაც აშშ გამოწვევად მიიჩნევს.

„საქართველოში და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა აჩვენა, რომ მზად არის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვიოს“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ასევე ხაზს უსვამს, რომ მოსკოვი „განაგრძობს თავისი მეზობლების დაშინებას მუქარის შემცველი ქცევით, როგორიც არის ბირთვული პოტენციალის გაძლიერება და თავდასხმითი შეიარაღების განთავსება“.

საქართველოში შეჭრა áƒ›áƒáƒ§áƒ•áƒáƒœáƒ˜áƒšáƒ˜áƒ როგორც მაგალითი áƒ£áƒ¡áƒáƒ¤áƒ áƒ—ხოების სტრატეგიის უფრო áƒ¤áƒáƒ áƒ—ო áƒœáƒáƒ áƒáƒ¢áƒ˜áƒ•áƒ˜áƒ¡áƒ, რომლის თანახმადაც, áƒ áƒ£áƒ¡áƒ”თი, áƒ áƒáƒ’ორც „რევიზიონისტული“ ძალა, ამერიკის შეერთებულ შტატებს უპირისპირდება და საკუთარი საზღვრების მახლობლად გავლენის სფეროების დამყარებას ცდილობს.

დოკუმენტის თანახმად, „რუსეთი დამანგრეველ ზომებს იღებს, რათა შეასუსტოს ევროპის მიმართ ამერიკის ერთგულების სანდოობა, ძირი გამოუთხაროს ტრანსატლანტიკურ ერთობას და შეასუსტოს ევროპის ინსტიტუტები და მთავრობები“; ამას გარდა, დოკუმენტის თანახმად, „დამანგრეველი ტაქტიკის მოდერნიზებული ფორმების გამოყენებით, რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების საშინაო პოლიტიკურ საქმეებში ერევა“.

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ áƒ¥áƒ›áƒ”დებებზეა ასევე áƒ¡áƒáƒ£áƒ‘არი „ამერიკისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნებისთვის, სანქციების მეშვეობით, წინააღმდეგობის გაწევის აქტში“, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა 2017 წლის 2 აგვისტოს მოაწერა ხელი.

Civil.Ge © 2001-2024