ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
Civil Georgia, Tbilisi / 20 Dec.'17 / 12:40

დანიელი კარიერული დიპლომატი ერიკ ჰოგი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად áƒ›áƒ£áƒ¨áƒáƒáƒ‘და, მისიის ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა.

ერიკ ჰოგს, 2015 წლის აპრილში სადამკვირვებლო მისიაში მუშაობის დაწყებამდე, დანიის დიპლომატიურ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. áƒ›áƒáƒœ ამ პოსტზე ლიტველი კესტუტის იანკაუსკასი შეცვალა, რომელიც სადამკვირვებლო მისიას 2014 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს ადგილზე უსაფრთხო და სტაბილური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად. 300-ზე მეტი თანამშრომლით იგი რეგიონში სტაბილურობის ხელშემწყობ ევროკავშირის მტკიცე ვალდებულებას წარმოადგენს. მე თავს ნამდვილად პრივილეგირებულად ვგრძნობ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად რომ დავინიშნე. მისიის წარმატებული მუშაობის გასაგრძელებლად ყველაფერს გავაკეთებ“, - განაცხადა ერიკ ჰოგმა.

ჰოგის დანიშვნის გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ 19 დეკემბერს იქნა მიღებული.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგის მანდატით შეიქმნა, საქართველოში შეუიარაღებელი დამკვირვებლები ჰყავს. ევროკავშირის დამკვირვებლებს დღემდე არ აძლევენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის უფლებას.

Civil.Ge © 2001-2024