კვირიკაშვილის შეხვედრა ოპოზიციის დეპუტატებთან სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა
Civil Georgia, Tbilisi / 21 Dec.'17 / 11:47

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ნიკა მელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.

საათნახევრიანი მოსმენა, რომელიც პარლამენტში ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების წინა დღეს, 20 დეკემბერს გაიმართა, ძირითადად მშვიდობიან გარემოში წარიმართა, თუმცა ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკა მელიამ მთავრობა იმაში დაადანაშაულა, რომ მან ვერ შეძლო არასრულწლოვანთა დანაშაულის აღკვეთა და კვირიკაშვილს „არაკომპეტენტური“ ლიდერი უწოდა, რომელსაც, მისი თქმით, „პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია“ აკლია.

საპასუხო ბრალდებები კვირიკაშვილმაც გააჟღერა და აღნიშნა, რომ „სირცხვილია“, როდესაც  „მწამებლების ხელისუფლების“ წარმომადგენელი მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებს. 

ბრალდებები სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მელიამ კვირიკაშვილს „კორუმპირებული და უნამუსო“ ადამიანი უწოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა საპასუხოდ მას შეაგინა

ინციდენტიდან ცოტა ხანში პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა „ზედმეტი ემოციებისთვის“ და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მისი áƒ›áƒ“გომარეობიდან გამოყვანა მოახერხეს áƒ“ა რომ „ეს არ იყო კარგი საყურებელი“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის საზოგადოებას უხდის ბოდიშს და დასძინა, რომ „რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვევალება და მერე ყველაფერი დანარჩენი“.

Civil.Ge © 2001-2024