პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ნდობა გამოუცხადა
Civil Georgia, Tbilisi / 22 Dec.'17 / 12:26


მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ქუთაისი, 22 დეკემბერი, 2017. ფოტო: parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა 22 დეკემბერს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 103  ხმით 17-ის წინააღმდეგ, ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. 

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა 13 ნოემბერს მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები დაიწყო და მასშტაბური სტრუქტურული რეორგანიზაცია განახორციელა, რომელიც რამდენიმე სამინიტროს შერწყმითა და რეორგანიზაციით დასრულდა.

სტრუქტურული áƒ áƒ”ფორმის შედეგად, áƒáƒ®áƒáƒš მთავრობაში 18-ის ნაცვლად 14 მინისტრი დარჩა, მათგან 12 მინისტრი კვირიკაშვილის მთავრობაში პოსტს 2016 წლის ნოემბრიდან იკავებდა, ორი ახალი მინისტრი კი მთავრობას 13 ნოემბერს შეუერთდა. 

თანამდებობა შეინარჩუნეს შემდეგმა მინისტრებმა:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც 2017 წლის 13 ნოემბრამდე ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ქუმსიშვილი ასევე პირველ ვიცე-პრემიერად რჩება;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე. ის ასევე ვიცე-პრემიერის პოსტსაც ინარჩუნებს;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი და კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი - გიორგი გახარია. 13 ნოემბრამდე ის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა;
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე;
  • თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;
  • იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.

მთავრობაში ორი ძველი მინისტრია, რომლებიც რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ სამინისტროებს უხელმძღვანელებენ. ეს მინისტრები არიან:

  • ლევან დავითაშვილი, რომელიც ახლად შექმნილ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უხელმძღვანელებს. 2016 წლის სექტემბრიდან იგი სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო.
  • მიხეილ გიორგაძე, რომელიც კულტურისა და სპორტის მინისტრად დამტკიცდა. 2014 წლის ივლისიდან იგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

მთავრობის ახალ წევრებს შორის არიან:

  • მამუკა ბახტაძე, რომელიც ფინანსთა მინისტრად დამტკიცდა. 13 ნოემბრამდე იგი საქართველოს რკინიგზის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
  • მიხეილ ჩხენკელი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დამტკიცდა, ხოლო 13 ნოემბრამდე თსუ-ს პრორექტორი იყო.

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ენერგეტიკის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაუქმდა. áƒ›áƒáƒ—ი უფლებამოსილებები áƒ™áƒ˜, სხვადასხვა სამინისტროს შორის გადანაწილდა.

სამთავრობო პროგრამისა და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის áƒáƒ áƒ“ღიანი განხილვა საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა. პლენარულ სხდომაზე, რომელიც 22 დეკემბერს ღამის 2 საათზე, 8-საათიანი განხილვის შემდეგ დასრულდა, კვლავ ჰქონდა ადგილი დაძაბულობას, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ნიკა მელიას და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. ორ პოლიტიკოსს áƒ™áƒáƒœáƒ¤áƒšáƒ˜áƒ¥áƒ¢áƒ˜ 20 დეკემბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სხდომაზეც მოუვიდა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახლებულ მთავრობას მხარი არ დაუჭირეს. 

„ეს არ არის ხალხის პრობლემებზე ორიენტირებული მთავრობა“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ევროპული საქართველოს დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, „ეს მთავრობა აღმოჩნდა უუნარო“. პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით კი, მათი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის გადადგომის თაობაზე ძალაში რჩება.

Civil.Ge © 2001-2024