საქართველო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმზე კენჭისყრას არ დაესწრო
Civil Georgia, Tbilisi / 22 Dec.'17 / 13:54


გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა, 21 დეკემბერი, 2017. ფოტო: UN/Manuel Elias

საქართველომ გადაწყვიტა, რომ არ დასწრებოდა 21 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომას, სადაც კენჭი უყარეს რეზოლუციის პროექტის, რომელიც გმობს ისრაელში აშშ-ის საელჩოს გადატანას იერუსალიმში.

რეზოლუცია 128 ხმით იქნა მიღებული ცხრის წინააღმდეგ, 35-მა კი თავი შეიკავა. 21 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ არჩია, რომ კენჭისყრაში არ მიეღო მონაწილეობა.

კენჭისყრიდან ცოტა ხანში აშშ-ის ელჩმა გაეროში, ნიკი ჰეილიმ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომელთაც არ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, მათ შორის იმ ქვეყნებსაც, რომელთაც წინააღმდეგ მისცეს ხმა, თავი შეიკავეს ან არ დაესწრნენ კენჭისყრას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ áƒ™áƒ”ნჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე მედიისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პარტნიორებთან კონსულტაციების შესაბამისად მიიღებს. „ეს გახლავთ ძალიან სენსიტიური თემა“, - დასძინა მან. 

საქართველომ პალესტინის სახელმწიფოებრიობა 1992 წელს აღიარა და ხმა მისცა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც პალესტინას 2012 წელს გაეროში არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭა. ქვეყანა ასევე უჭერს მხარს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს.

Civil.Ge © 2001-2024