თავდაცვის მინისტრი რეზერვის სისტემის ახალ კონცეფციაზე საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 23 Dec.'17 / 15:19
ტელეკომპანია „იმედისთვის“ 21 დეკემბერს მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქართული არმიის რეზერვის სისტემაზე ისაუბრა, რომელიც უახლოეს მომავალში დაინერგება.
იზორიამ განაცხადა, რომ ახალი კონცეფცია რეზერვის ორ კომპონენტს გულისხმობს. ერთ-ერთი მათგანი - „აქტიური რეზერვი“ - გააერთიანებს ყოფილ სამხედრო მოსამსახრეებს, როგორც წვევამდელების, ისე კონტრაქტორებისა და ვეტერანების რიგებიდან. აქტიური რეზერვი იქნება ნებაყოფლობითი  და ანაზღაურებადი. მის წევრებს ვალდებულება ექნებათ, რომ წელიწადში 45 დღის განმავლობაში გაიარონ სამხედრო მომზადება.
თავდაცვის მინისტრის თქმით, მეორე - „სამობილიზაციო კომპონენტი“ გულისხმობს საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობას. თავდაცვის სამინისტროს ექნება მართვის ელექტრონული სისტემა, სადაც „აღრიცხავს ყველა მოქალაქეს, რომელიც პოტენციურად შეიძლება იყოს მობილიზაციისთვის მზად“. იზორიამ აღნიშნა, რომ áƒ›áƒáƒ—ი სისტემატიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებულად მობილიზება áƒ›áƒáƒ®áƒ“ება.
მან ასევე განაცხადა, რეზერვის სისტემის კონცეფცია მომზადდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის პარლამენტარებთან, პრეზიდენტთან და არასამთავრობო სექტორთან „ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის“ შედეგად. „ჩვენ გვაქვს ახალი და კონკრეტული ინიციატივები, რომელიც ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერების, მხარდაჭერისთვის ძალიან მყარი საფუძველი იქნება“, - დასძინა იზორიამ.
თავის ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა ასევე ახსენა ის ფაქტი, რომ აშშ-ის კონგრესიდან თანხმობა უკვე მიღებულია ანტისატანკო „ჯაველინების“ სისტემის შესყიდვის თაობაზე, და რომ ფრანგული ანტისაჰაერო სისტემის ნაწილი უკვე საქართველოშია, ხოლო ქართველი ინსტრუქტორების მომზადება მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყება. 

Civil.Ge © 2001-2024