მთავრობამ ელექტრონული პეტიციების პორტალი აამოქმედა
Civil Georgia, Tbilisi / 23 Dec.'17 / 15:47

საქართველოს მთავრობამ 22 დეკემბრიდან აამოქმედა ელექტრონული პორტალი ichange.gov.ge, რომელიც მოქალაქეებს მთავრობისთვის პეტიციების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო მთავრობას 3 თვის ვადაში საკითხის თაობაზე მკაფიო áƒ“ა დასაბუთებული áƒžáƒáƒ¡áƒ£áƒ®áƒ˜áƒ¡ გამოქვეყნებას ავალდებულებს.

დადგენილი წესების თანახმად, ელექტრონული პეტიციის განსახილველად საჭიროა, რომ ინიცირებიდან 30 დღის ვადაში პეტიციას მხარი 10 ათასმა მოქალაქემ დაუჭიროს. პეტიციას მთავრობის ადმინისტრაციისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომისია განიხილავს, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, პეტიციაზე მსჯელობა შესაძლებელია მთავრობის სხდომაზეც გაიმართოს.

ელექტრონული პეტიციების პორტალის ამოქმედების შესახებ პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა 21 დეკემბერს, პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის წარდგენის დროს, ღია მმართველობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისას გამოაცხადა.

კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო პლატფორმაში - ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) საქართველოს თავმჯდომარეობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველო OGP-ის გლობალურ სამიტს უმასპინძლებს.

კვირიკაშვილმა ყურადღება საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან დიალოგის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან არსებული ინვესტორთა საბჭოს მსგავსად, რომელიც მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის რეგულარულ კომუნიკაციას უზრუნვეყოფს, „ანალოგიური პლატფორმა უახლოეს მომავალში შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“. „ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, შესაძლებლობა იქნება, რომ ცივილიზებული დიალოგი შედგეს ასევე პოლიტიკურ პარტიებთან“, - დასძინა მან.

მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის საპარლამენტო განხილვების დროს, ღია მმართველოს მიმართულებით მთავრობის სხვა გეგმებზეც იყო საუბარი. 

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, 20 დეკემბერს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ თებერვალში პარლამენტს ინფორმაციის თავისუფლების აქტი წარედგინება. 

მინისტრის თქმით, ამ კანონპროექტის მიღებას „გზა გაუხსნა“ ახალ კონსტიტუციაში მეორე მოსმენით შეტანილმა ცვლილებებმა, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობებს აზუსტებს

იუსტიციის სამინისტროს თანახმად, ინფორმაციის თავისუფლების აქტი თავს მოუყრის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწდვომობის მარეგულირებელ ნორმებს, რომელიც დღეისათვის სხვადასხვა კანონში არის „გაბნეული“ და ინფორმაციის გაცემის პრაქტიკას მოაწესრიგებს.

Civil.Ge © 2001-2024