კარასინი: მოსკოვი ყურადღებით აკვირდება საქართველოს ‘მილიტარიზაციას’
Civil Georgia, Tbilisi / 27 Dec.'17 / 15:47

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით [დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოს მილიტარიზაციის] პროცესს და უსაფრთხოების სფეროში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის ჩვენი დახმარების კორექტირებას ვახდენთ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 25 დეკემბერს „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში.

„თბილისის არ გვეშინია, მაგრამ სერიოზულად გვაშფოთებს მისი დასავლელი მოკავშირეების ქმედებები“, - განაცხადა კარასინმა და დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნებს „სულ დაავიწყდათ, თუ რა გამოიწვია ერთხელ საქართველოს მილიტარიზაციამ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ „სამხრეთ ოსეთზე ბარბაროსული თავდასხმიდან ჯერ 10 წელიც არ გასულა, თუმცა საქართველოში სრული სვლით ვითარდება ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა“; მას მხედველობაში ჰქონდა შეთანხმებები áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოსთვის áƒáƒœáƒ¢áƒ˜áƒ¡áƒáƒ¢áƒáƒœáƒ™áƒ და ჰაერსაწინააღმდეგო áƒ¡áƒ˜áƒ¡áƒ¢áƒ”მების შესყიდვის თაობაზე, ასევე აშშ-ის მიერ დაფინანსებული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა.

კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დაპირებებისა, რომ არ გამოიყენებდა ძალას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, თბილისი კვლავ არიდებს თავს ცხინვალთან და სოხუმთან ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმებების ხელმოწერას. „არ არსებობს იმის გარანტიები, რომ დასავლური იარაღით  აღჭურვილ საქართველოში მისი ყოფილი ტერიტორიების მიმართ მილიტარისტული მიდგომები კვლავ არ აღზევდება“, - განაცხადა მან.  

„ბუნებრივია, რომ ჩვენს მოკავშირეებს შესაძლო აგრესიის წინაშე მარტოებს არ დავტოვებთ.  მაგრამ საქართველოში ნატოს ყოფნის გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საერთაშორისო სტაბილურობისთვის ძალიან სახიფათო სიტუაცია შეიქმნას“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და მოუწოდა საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს და ორგანიზაციებს, რომ „საკუთარი ქმედებების უარყოთ შედეგებზე დაფიქრდნენ“.

Civil.Ge © 2001-2024