ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით დაკავებულ ოთხ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
Civil Georgia, Tbilisi / 29 Dec.'17 / 16:12

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და, áƒáƒ¦áƒ™áƒ•áƒ”თის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა áƒáƒ—ხ პირს, რომლებსაც ბრალად ედებათ áƒ¢áƒ”რორიზმში ეჭვმიტანილი ახმედ ჩატაევის ჯგუფისათვის მომსახურების გაწევა, აგრეთვე - რესურსებით და თავშესაფრით áƒ£áƒ–რუნველყოფა

თბილისის საქალაქო სასამართლომ განაცხადა 28 დეკემბერს გავრცელებულ პრესრელიზში, რომ ბრალდებულებმა „ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს დახმარება გაუწიეს დროებითი საცხოვრებლით,  მომსახურებით და აგრეთვე უზრუნველყვეს საკვები პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით“.

„2017 წლის 21 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, ბოროტმოქმედებმა განახორციელეს ტერორისტული აქტი, კერძოდ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი“, - ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს „ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულთა მიმალვის მომატებული საფრთხეები, რომელთა თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილად მიიჩნია, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება“.

ოთხივე ეჭვმიტანილი 26 დეკემბერს თბილისსა და პანკისის ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციების შედეგად დააკავეს. მეხუთე ეჭვმიტანილს - თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც სპეცოპერეციის დროს თავის არეში დაიჭრა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი.

Civil.Ge © 2001-2024