ქართველი პატიმრის გათავისუფლებას სოხუმში პროტესტი მოჰყვა
Civil Georgia, Tbilisi / 5 Jan.'18 / 15:24

გიორგი ლუკავას შეწყალებას და აფხაზეთის დრანდის ციხიდან მის გათავისუფლებას ოკუპირებულ რეგიონში საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც ადგილობრივმა áƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტმა áƒáƒžáƒáƒ–იციის მწვავე კრიტიკის ფონზე საგანგებო სხდომა მოიწვია.

გალის რაიონის მკვიდრი, 51 წლის გიორგი ლუკავა სოხუმის ხელისუფლებამ 2012 წელს დააკავა და 2013 წელს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა (რეგიონის შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, მას სასჯელი 16 წლამდე შეუმცირდა).

სოხუმის ხელისუფლების განცხადებით, გიორგი ლუკავამ 1994 წელს რიგი დანაშაულები ჩაიდინა, მათ შორის აფხაზეთის ოფიციალური პირების მკვლელობა და გატაცება, იმ დროს, როდესაც ის, ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, შეიარაღებული დაჯგუფების - „ტყის ძმების“ წევრი იყო. თუმცა, თავად ლუკავა უარყოფს ბრალდებებს.

ქართველი პატიმრის გათავისუფლების შესახებ პირველად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 25 დეკემბერს áƒ’აავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც ლუკავა „მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად“ áƒ’ათავისუფლდა. áƒáƒ›áƒáƒ•áƒ” განცხადებაში, სოხუმის გადაწყვეტილება შეფასდა როგორც áƒ“ადებითი ნაბიჯი, რომელიც პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შემდგომ მუშაობას“.

ლუკავას გათავისუფლება სოხუმში მკაცრად დაგმეს ოპოზიციურმა ჯგუფებმა, მათ შორის ამცახარამ, კიარაზაამ და აინარმა, რომელთაც რეგიონის ლიდერი რაულ ხაჯიმბა „ტერორისტის“ შეწყალების გამო გააკრიტიკეს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას იმ პირთა ხსოვნისადმი „ღალატი“ უწოდეს, რომლებიც „აფხაზეთის თავისუფლებისთვის დაიღუპნენ“.

ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახური ლუკავას საკითხზე დაწყებულ „განხილვას“ 29 დეკემბერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლუკავას გათავისუფლება პატიმართა გაცვლის იმ პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების თხოვნის საპასუხოდ“ დაიწყო და რომლის „აქტიურ ფაზასაც 2016 წლის მარტში ჰქონდა ადგილი“. უშიშროების სამსახურმა განმარტა, რომ იმ მომენტისთვის ლუკავაც „იყო სიაში“, თუმცა აღნიშნა, რომ „მისი გადაცემა იმ დროს არ მოხდა რიგი მიზეზების გამო“. „მოგვიანებით, როდესაც ამ მიზეზებმა ძალა დაკარგა, ლუკავა საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამგვარმა პასუხმა ოპოზიციის წუხილები áƒ•áƒ”რ დააკმაყოფილა. პარტია ამცახარამ 2 იანვარს პოლიტსაბჭოს სხდომა მოიწვია, ხოლო 3 იანვარისათვის რეგიონის ლიდერის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია დააანონსა.

ოპოზიციის საპროტესტო მოწოდებამ უბიძგა რეგიონის ლიდერს, რაულ ხაჯიმბას, რომ საკითხზე განმარტება გაეკეთებინა. ხაჯიმბას პრესსამსახურმა 3 იანვარს áƒ’ანაცხადა, რომ ლუკავა თბილისს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიერ ინიცირებული პატიმართა გაცვლის პროცესის ფარგლებში“ გადაეცა. მან მოუწოდა საზოგადოებას, რომ „მოთმინება გამოიჩინონ და თავი შეიკავონ შემდგომი პროვოკაციული მოწოდებებისგან“.

ხაჯიმბამ დაადასტურა, რომ ლუკავა იმ პირთა სიაში იყო, რომელთა გაცვლაც იგეგმებოდა, თუმცა მაშინ მისი გადაცემა შეჩერდა. მან ასევე აღნიშნა, რომ გიორგი ლუკავა და გიორგი გიუნაშვილი (ეთნიკური ქართველი, რომელიც ცხინვალში იხდიდა 20-წლიან სასჯელს) როლანდ ჟიბას სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ეს უკანასკნელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმალებოდა და იგი ბ. კვიცინიას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი (მანამდე სოხუმის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ჟიბა 2017 წლის 5 მაისს დააკავეს).

პარტია ამცახარამ, რომელმაც პოლიტსაბჭოს შეხვედრა 3 იანვარს გამართა, განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ ხაჯიმბას გადაწყვეტილება „ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი იყო“ და რომ პოლიტიკურ პარტიას კვლავ აქვს კითხვები ლუკავას გათავისუფლების თაობაზე. პარტიამ „აფხაზეთის პარლამენტს“ საგანგებო სხდომის გამართვისა და „ხაჯიმბას გადაწყვეტილების შესახებ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების“ გაკეთებისკენ áƒ›áƒáƒ£áƒ¬áƒáƒ“ა. 

კითხვები ლუკავას გათავისუფლების შესახებ გაისმა „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ წინ გამართულ აქციაზეც, სადაც რამდენიმე ასეულმა მომიტინგემ ხელისუფლება კულისებს მიღმა გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა და ხელისუფლებისგან ოფიციალური განმარტება მოითხოვა.

მოგვიანებით, 3 იანვარს მომიტინგეები რეგიონის „პარლამენტისკენ“ დაიძრნენ, რომელმაც საგანგებო სხდომა მოიწვია და, ლუკავას გათავისუფლების დეტალების შესასწავლად, შვიდწევრიანი კომისია ჩამოაყალიბა.

კომისიამ პირველი სხდომა ჩამოყალიბებისთანავე გამართა და რეგიონის სამინისტროების, „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“, შეწყალების კომისიის და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს მოუსმინა, თუმდა გადაწყვიტა, რომ მას დამატებითი დრო სჭირდებოდა ლუკავას შეწყალების შესახებ საბოლოო მოსაზრების გამოსაქვეყნებლად.

Civil.Ge © 2001-2024