ევროკავშირი მუხთარლის საქმის ‘საფუძვლიანი, გამჭირვალე’ გამოძიებისკენ მოუწოდებს
Civil Georgia, Tbilisi / 15 Jan.'18 / 12:28

„აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება საქართველოში, რასაც მისი დაპატიმრება და აზერბაიჯანში გასამართლება მოჰყვა, კვლავაც საფუძვლიან áƒ“ა გამჭირვალე გამოძიებას მოითხოვს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერის, მაია კოჩიანჩიჩის 14 იანვრის განცხადებაში. 

„თავისუფლების აღკვეთის ყველა ის შემთხვევა, რომელიც ძირითადი უფლებების განხორციელებას áƒ£áƒ™áƒáƒ•áƒ¨áƒ˜áƒ áƒ“ება, დაუყონებლივ უნდა იქნას გადასინჯული აზერბაიჯანის მიერ, რასაც ყველა შესაბამისი პირის გათავისუფლება უნდა მოყვეს, აზერბაიჯანის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, - áƒ•áƒ™áƒ˜áƒ—ხულობთ განცხადებაში.

აზერბაიჯანელ საგამოძიებო ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, რომელიც გასული წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, მომდევნო დღეს კი, აზერბაიჯანში იქნა დაპატიმრებული, 12 იანვარს ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმის გამჭირვალე გამოძიებისკენ ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც მოუწოდა. „ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მიერ სავარაუდო გატაცების საქმის გამოძიებას და კვლავაც მოვუწოდებთ „სრული, გამჭვირვალე და დროული” გამოძიების ჩატარებისკენ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 12 იანვრის განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024