ახმედ ჩატაევის ჯგუფისთვის დახმარების ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
Civil Georgia, Tbilisi / 23 Jan.'18 / 11:10

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა 22 იანვარს ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით კიდევ ერთი პირი თბილისში დააკავა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი, მანამდე დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან áƒ”რთად, თურქეთში ჩავიდა ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.

„დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან áƒ”რთად, ახმედ ჩატაევს და áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს და სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანატოლი ბერძენიშვილი მეექვსე პირია, რომელიც ახმედ ჩატაევის ჯგუფისათვის დახმარების ბრალდებით დააკავეს. ამავე ბრალდებით დაკავებულ კიდევ ოთხ პირს წინასწარი პატიმრობა - გასული წლის ბოლოს, ხოლო ერთს - 11 იანვარს შეეფარდა. ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც გასული წლის ბოლოს áƒžáƒáƒœáƒ™áƒ˜áƒ¡áƒ˜áƒ¡ ხეობაში áƒ©áƒáƒ¢áƒáƒ áƒ”ბული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, 10 იანვარს გარდაიცვალა.

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, ახმედ ჩატაევი და მისი áƒ¯áƒ’უფის წევრები, რომლებიც, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდნენ, 2017 წლის 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის დროს გაანადგურეს. ჯგუფის ერთი წევრი, ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით, 21 ნოემბერს დააკავეს.

Civil.Ge © 2001-2024