მმართველ გუნდში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მექანიზმში ჩართვის შესახებ პოროშენკოს წინადადებას განიხილავენ
Civil Georgia, Tbilisi / 23 Jan.'18 / 13:08

პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, áƒ›áƒáƒ›áƒ£áƒ™áƒ მდინარაძემ დაადასტურა, რომ 19 იანვარს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქართულ მხარეს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მექანიზმის სრულყოფის პროცესში ჩართვა შესთავაზა.

„ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, იქნება დეტალებზე მსჯელობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ „ქართული მხარე  ყოველთვის გამოხატავდა უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და ამ შემთხვევაშიც ეს იქნება მთავარი ხაზი ჩვენი გადაწყვეტილების“. 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, პრეზიდენტმა პოროშენკომ ქართველ დეპუტატებს განუცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მექანიზმის სრულყოფის მიმართულებით და ქართულ მხარეს შეუძლია ამ პროცესში ჩაერთოს. 

„ეს დაგვეხმარება, მეტი ყურადღება მივიპყროთ და მოვახდინოთ ევროპის სტიმულირება, რათა რუსეთის წინააღმდეგ áƒ¡áƒáƒœáƒ¥áƒªáƒ˜áƒ”ბი გაახანგრძლივოს. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ საქართველოს კომპონენტი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა სანქციები აშშ-მა, ევროკავშირმა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ 2014 წლიდან დააწესეს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასის რეგიონში უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის პასუხად.

Civil.Ge © 2001-2024