ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ვიზიტი დაასრულა
Civil Georgia, Tbilisi / 23 Jan.'18 / 14:02

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, 21-22 იანვარს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას სტუმრობდა, სადაც მოლაპარაკებები áƒ’ამართა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელ პირებთან და პრემიერ-მინისტრთან.

22 იანვარს ირაკლი კობახიძე შეხვდა უზბეკეთის პარლამენტის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს, ნურდინჟონ ისმოილოვს, ასევე მოლაპარაკებები გამართა სენატის თავმჯდომარესთან, ნიგმატილა იულდოშევთან, რომელთან ერთადაც ხელი მოაწერა მემორანდუმს ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის áƒ—ანამშრომლობის შესახებ.

იმავე დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს, აბდულა არიპოვს შეხვდა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, აბრეშუმის გზის პროექტი, აგრეთვე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხი განიხილა. 

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ასევე ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს და áƒ˜áƒœáƒ•áƒ”სტიციების სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ძალიან დიდი პერსპექტივა ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან ერთად“, - განაცხადა ვიზიტის შედეგების შეჯამებისას ირაკლი კობახიძემ. მისივე განცხადებით, პარლამენტებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ორი ქვეყანის „ურთიერთობების ახალი ეტაპის ძალიან კარგი დასაწყისი“ გახდება. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთში ხუთი დეპუტატისგან შემდგარ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

Civil.Ge © 2001-2024